1. წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის რეგისტრაციას ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო ან შესაბამისი ვეტერინარული დაწესებულებები ან ცხოველთა თავშესაფრები ცხოველის პატრონის შესაბამისი განაცხადის საფუძველზე.

2. პატრონი ვალდებულია მოახდინოს წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის რეგისტრაცია, რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობიდან ერთი თვის ვადაში.

3. პირველად რეგისტრაციას ექვემდებარება:

ა) ერთი თვის ასაკს მიღწეული წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი;

ბ) ერთ თვეზე მეტი ასაკის არარეგისტრირებული წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი.

4. საკონტროლო რეგისტრაციას ყოველწლიურად (ბოლო საკონტროლო რეგისტრაციის მომენტიდან 12 თვის განმავლობაში) ექვემდებარება საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული ყველა რეგისტრირებული წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვი.

5. რეგისტრაციისას გაიცემა სარეგისტრაციო მოწმობა, ხოლო წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვს  ენიჭება სარეგისტრაციო მოწმობის ნომრის შესაბამისი პირადი ნომერი. წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის პატრონის საცხოვრებელი ან/და ცხოველის ბინადრობის ადგილის, საკონტაქტო ან სხვა სარეგისტრაციო მონაცემების შეცვლისას, რეგისტრაციის განმახორციელებელი ორგანო უზრუნველყოფს შესაბამისი ცვლილებების შეტანას სარეგისტრაციო მონაცემებში.

6. ცხოველთა ერთიან აღრიცხვას, მონაცემთა ბაზის შექმნას, შევსებასა და ექსპლოატაციას უზრუნველყოფს უფლებამოსილი ორგანო – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „სპეციალური სერვისები“ (საიდენტიფიკაციო კოდის № 412704612