1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების ყოლის წესი (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა შინაური პირუტყვის მესაკუთრის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის გარეთ ყოლისა და ამ წესის დარღვევისას, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქუთაისის მუნიციპალური ინსპექციისა“ (საიდენტიფიკაციო კოდის №412767830) და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სპეციალური სერვისების“ (საიდენტიფიკაციო კოდის № 412704612) მოქმედების სფეროს.
2. წესის მიზანია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის იერსახის, სისუფთავის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, ურბანულ გარემოში ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო და საიმედო გარემოს შექმნ