1. პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 148–ე მუხლის შესაბამისად.
2. წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის შემთხვევაში, უმეთვალყურეოდ დარჩენილი პირუტყვის იზოლაციის მიზნით, მათ სპეციალურ ადგილზე გადაყვანასა და მოვლა–პატრონობაზე, ასევე, წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის დაზიანების/დაღუპვის ან/და სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაზე, პასუხისმგებელია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „სპეციალური სერვისები“ (საიდენტიფიკაციო კოდის № 412704612).
3. საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 148–ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ოქმს ადგენს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ქუთაისის მუნიციპალური ინსპექცია“ (საიდენტიფიკაციო კოდის №412767830).
4. წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია დაკისრებული ჯარიმა გადაიხადოს კანონის შესაბამისად, ერთი თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ, დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის, ასევე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სპეციალური სერვისების“ (საიდენტიფიკაციო კოდის №412704612) მიერ, პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა–პატრონობის ხარჯების აუნაზღაურებლობის გამო, განხორციელდება პირუტყვის რეალიზება საბაზრო ფასებით.
5. იმ შემთხვევაში თუ პირუტყვის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა აღემატება დაკისრებული ჯარიმის, სპეციალურ სადგომზე გადაყვანისა და მოვლა–პატრონობის ხარჯებს, ზედმეტი თანხა უბრუნდება პირუტყვის მესაკუთრეს.
6. იზოლირებული წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია, 10 დღის ვადაში მიაკითხოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს „სპეციალურ სერვისებს“ და წარუდგინოს პირუტყვის მესაკუთრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის მიერ გაცემული ცნობა ან პირუტყვის მესაკუთრეობასთან დაკავშირებით მეზობლების მიერ ნოტარიულად დამოწმებული ხელწერილი. მესაკუთრეს პირუტყვი დაუბრუნდება მხოლოდ ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა–პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.
7. წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრის დადგენის შემდგომ, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „სპეციალური სერვისები“ (საიდენტიფიკაციო კოდის №412704612) ვალდებულია, უმოკლეს ვადაში, წერილობითი შეტყობინება გაუგზავნოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს „ქუთაისის მუნიციპალურ ინსპექციას (საიდენტიფიკაციო კოდის №412767830), რომელშიც მითითებული იქნება ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები და დაკავებული პირუტყვის რაოდენობა.
8. პირუტყვის დაბრუნების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სპეციალური სერვისების“ (საიდენტიფიკაციო კოდის №412704612) მიერ, დგება მიღება–ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს აწერს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სპეციალური სერვისების“ (საიდენტიფიკაციო კოდის №412704612) უფლებამოსილი პირი და პირუტყვის მესაკუთრე. მიღება–ჩაბარების აქტს თან უნდა დაერთოს პირუტყვის ფოტოსურათი.
9. ამავე მუხლის მე–6 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება მის წარმომდგენს.
10. იმ შემთხვევაში, თუ პირუტყვის მესაკუთრე 30 კალენდარული დღის ვადაში არ მიმართავს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს „სპეციალურ სერვისებს“ (საიდენტიფიკაციო კოდის №412704612), სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი პირუტყვის დაბრუნების მიზნით და არ წარადგენს გადახდილი ჯარიმის ქვითარს ან/და პირუტყვის გადაყვანისა და მოვლა–პატრონობის ხარჯებს, პირუტყვის რეალიზება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აუქციონის წესით.
11. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ვალდებულნი არიან თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, ოპერატიულად უზრუნველყონ ინფორმაციის მიწოდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სპეციალური სერვისებისათვის“ (საიდენტიფიკაციო კოდის №412704612), მათ სამოქმედო ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან/და მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის ფაქტებზ