1. წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის უმეთვალყურეოდ ან მეთვალყურეობის ქვეშ ყოლა დასაშვებია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიაზე, გარდა „ქალაქ-მუზეუმის“ ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიისა.
2. წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრეები ვალდებული არიან დაიცვან შემდეგი წესები:
ა) უზრუნველყონ მათ ტერიტორიაზე სისუფთავისა და წესრიგის დაცვა;
ბ) პირუტყვის ტრანსპორტირებისას დაიცვან უსაფრთხოების წესები;
გ) ცხენით გადაადგილება დასაშვებია კომერციული ან საჩვენებელი საქმიანობისათვის, შესაბამისი მეთვალყურეობის ქვეშ, სანიტარიულ–ჰიგიენური ნორმების დაცვი