2. ხანძარზე გადარჩენილად ითვლებიან ადამიანები ან/და ცხოველები, რომელთა ევაკუირება ხანძრის გავრცელების ზონიდან განხორციელდა სახანძრო-სამაშველო დანაყოფის მოსამსახურეების, მომსახურე პერსონალის ან მოქალაქეების დახმარებით.
3. ავტოტრანსპორტი ჩაითვლება გადარჩენილად, თუ ის იმყოფებოდა ხანძრის გავრცელების ზონაში, დაცული იქნა ცეცხლმაქრი საშუალებებით ან ევაკუირებულ იქნა უსაფრთხო ზონაში და ხანძრის შემდეგ მისი გამოყენება შესაძლებელია პირველადი დანიშნულებით.
4. მატერიალური ფასეულობა ჩაითვლება გადარჩენილად, თუ ის იყო მოქცეული ხანძრის გავრცელების ზონაში, დაცული იქნა ცეცხლმაქრი საშუალებებით ან ევაკუირებულ იქნა უსაფრთხო ზონაში და ხანძრის შემდეგ მისი გამოყენება შესაძლებელია პირველადი დანიშნულებით. გადარჩენილი მატერიალური ფასეულობების ღირებულება განისაზღვრება ხანძრის შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის განსაზღვრის ანალოგიურად, ამ წესის შესაბამისად.
5. გადარჩენილ ადამიანთა და მატერიალურ ფასეულობათა განსაზღვრისას უსაფრთხო ზონად მოიაზრება ტერიტორია, რომელზეც ადამიანთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა, აგრეთვე მატერიალური ფასეულობები დაცულია ხანძრის საშიში ფაქტორების ზემოქმედების შედეგად ზიანის მიყენებისგან.
6. სხვა შენობებზე, ნაგებობებზე ხანძრის გავრცელების შემთხვევაში, ამ შენობებში გადარჩენილი მატერიალური ფასეულობების ღირებულება განისაზღვრება ზემოაღნიშნულის შესაბამისა