2. ბარათის კოდური ნაწილის 28-ე ველში თანმიმდევრობით ჩაიწერება ხანძარზე ტრავმირებულ პირთა საერთო რაოდენობა (პირველ 3 უჯრაში), ხოლო მომდევნო უჯრებში შესაბამისად, მათ შორის ტრავმირებული ბავშვებისა და სახანძრო-სამაშველო დანაყოფის მოსამსახურეთა რაოდენობა.
3. ბარათის კოდური ნაწილის 29-ე ველში ჩაიწერება ხანძრის შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის მნიშვნელობა (ლარებში). ზიანის ოდენობა განისაზღვრება ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად. ბარათის შევსებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ ზიანის თაობაზე მონაცემების შეგროვებას აქვს საცნობარო ხასიათი და აღირიცხება მხოლოდ ამ წესის 31-ე მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი დოკუმენტების საფუძველზე. ბარათში დაფიქსირებული მონაცემები ზიანის ოდენობის თაობაზე არ შეიძლება გამოყენებული იქნეს ხანძრის შესახებ ცნობების მომზადებისას.
4. ბარათის კოდური ნაწილის ველებში შესაბამისად ჩაიწერება ხანძრის შედეგად განადგურებული და დაზიანებული: 30 – შენობები (ერთეული); 31 – საცხოვრებელი ბინები ან ოთახები (ერთეული); 32 – ფართობი სართულების მიხედვით (კვ.მ.); 33 – ავტოტრანსპორტი (ერთეული); 34 – ტყის მასივის ან სხვა ღია ტერიტორიის ფართობი (ჰექტარი); 35 – მარცვლეული, ტექნიკური კულტურების მინდვრების, ხეხილის ბაღების ფართობი (ჰექტარი); 36 – მარცვლეული და მარცვლეულ-პარკოსანი კულტურები (ტონა); 37 – ტექნიკური და სხვა კულტურები (ტონა); 38 – პირუტყვის საკვები (ტონა); 39 – პირუტყვი (მსხვილფეხა); 40 – პირუტყვი (წვრილფეხა); 41 – ფრინველი (ფრთა