2. ტექსტური ნაწილი (ბარათის მარცხენა ნაწილი) შეიცავს ველების დასახელებას, რომელთა შემდგომ ბარათის შევსებისას ჩაიწერება მათი ტექსტური ან რაოდენობრივი მნიშვნელობა.

3. კოდური ნაწილი (ბარათის მარჯვენა ნაწილი) განკუთვნილია ინფორმაციის კომპიუტერული დამუშავებისათვის და ივსება მხოლოდ ციფრული მონაცემებით ამ წესისა და №2 დანართში მოცემული ცხრილების შესაბამისად.

4. ხანძრების (წაკიდებების) შესწავლისა და გამოკვლევის შედეგად გამოვლენილი დაზუსტებები, აგრეთვე დამატებები და ცვლილებები სამედიცინო დაწესებულებების, სადაზღვევო ორგანიზაციებიდან წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე, დადგენილი წესით წარედგინება სააგენტოს ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 5 რიცხვისა დამატებითი ბარათის ან ცხრილის სახით (დანართი №4).

5. ხანძრების (წაკიდებების) და მათი შედეგების სტატისტიკური აღრიცხვის პროცესში გამოვლენილი აუცილებლობის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია შეიტანოს ცვლილებები და დამატებები კოდურ ცხრილებში. აღნიშნული დამატებებისა და ცვლილებების შესახებ ეცნობება იმ პირებს, რომლებიც დადგენილი წესით ახორციელებენ ხანძრების (წაკიდებების) და მათი შედეგების აღრიცხვას სააგენტოს ტერიტორიულ დანაყოფებშ