1. მოქალაქეთა პირადი ქონების ხანძრით განადგურების (დაზიანების) შედეგად მიყენებული მატერიალური  ზიანი განისაზღვრება მესაკუთრის დოკუმენტების (არსებობის შემთხვევაში) საფუძველზე, ხოლო დაზღვეულ ქონებაზე – სადაზღვევო ორგანიზაციების მონაცემების საფუძველზე ზიანის საანგარიშო ღირებულებით, დაზღვევის (ხელახალი დაზღვევის) მომენტისათვის მოქმედი საცალო ფასებიდან გამომდინარე, ნარჩენი, შემდგომ გამოსაყენებლად ვარგისი ქონების ღირებულების გამოკლებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით მოთხოვნილი დოკუმენტების არარსებობის შემთხვევაში, მატერიალური ზიანის საორიენტაციო ოდენობის დასადგენად დასაშვებია დაზარალებულის მიერ წერილობით წარმოდგენილი განადგურებული (დაზიანებული) ქონების ღირებულების გათვალისწინება. განადგურებული (დაზიანებული) ქონება შეფასდება ხანძრის მომენტისათვის არსებული საბაზრო ფასების შესაბამისად.