2. ბარათი ივსება თითოეული ხანძრის (წაკიდების) შემთხვევაზე სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილი  თანამდებობის პირის მიერ, რომელიც ატარებდა მომხდარი ხანძრის გამომწვევი მიზეზების შესწავლას და გამოკვლევას.

3. ხანძრის გამომწვევი მიზეზების შესწავლის და გამოკვლევის შედეგების მიხედვით  სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილი  თანამდებობის პირის  მიერ  ფორმდება პატაკი სააგენტოს ტერიტორიული დანაყოფის ზედამხედველობის ორგანოს უფროსის სახელზე, რომელშიც კონკრეტულად მითითებულია იმ შესწავლილი და გამოკვლეული გარემოებების შესახებ, რომლთა შესაბამისად  დადგენილია, თუ რომელ კატეგორიას განეკუთვნება აღნიშნული შემთხვევა – ხანძარს თუ წაკიდებას.

4. ბარათის გაფორმებისას ხანძრის (წაკიდების) შემთხვევაში ივსება ბარათის ყველა ნაწილი შეძლებისდაგვარად სრულად.

5. სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ფიქტიურ გამოძახებაზე გასვლის შემთხვევაში სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილი  თანამდებობის პირის  მიერ  ივსება მხოლოდ ბარათის I ნაწილი სრულად (ამ ნაწილის მე-3 პუნქტის ველში კეთდება ჩანაწერი „ფიქტიური“ და ბარათს რიგითი ნომერი არ ეძლევა),  V ნაწილის 49-ე პუნქტის შესაბამის კოდურ ველში მიეთითება შეტყობინების მიღების დრო, ხოლო VI ნაწილის 59-60 პუნქტების შესაბამის კოდურ ველებში მიეთითება გასვლაში მონაწილე ტექნიკის სახეობა და რაოდენობა.

6. ბარათს ხელს აწერს სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული დანაყოფის ზედამხედველობის ორგანოს ხელმძღვანელი (განყოფილების უფროსი). ბარათი რეგისტრირდება ხანძრების (წაკიდებების) აღრიცხვის ჟურნალში და არაუმეტეს 10 დღის ვადაში ხანძრის (წაკიდების) ლიკვიდაციის  დღიდან იგზავნება შესაბამისად ზედამხედველობის მმართველობის ორგანოებში.

7. ზედამხედველობის მმართველობის ორგანოების უფლებამოსილი თანამდებობის პირები ამოწმებენ წარდგენილი დოკუმენტების შევსების სისწორეს და სრულყოფილებას, შეაქვთ მათში აუცილებელი დაზუსტებები, დამატებები და აანალიზებენ მიღებულ ინფორმაციას. შემოწმებული და შესწორებული ბარათები დადგენილი წესით წარედგინება სააგენტოს შემდგომი დამუშავებისა და ოფიციალური სტატისიკური აღიცხვის წარმოებისათვის (ოფიციალური სტატისიკური ინფორმაციის ფორმირებისათვის).

8. ბარათები მკაცრად უნდა შეესაბამებოდეს მოცემულ ნიმუშს, დაბეჭდილი უნდა იყოს მხოლოდ თეთრი ფერის A4 ფორმატის საწერ ქაღალდზე და შევსებული გარკვევით, ქართულ ენაზე.

9. გასული კალენდარული წლის დაზუსტებული მონაცემები მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შესატანად სააგენტოში წარდგენილი უნდა იქნეს დადგენილი წესით მომდევნო წლის 31 მარტამდე.

10. ხანძრების (წაკიდებების) და მათი შედეგების აღრიცხვის და დამუშავების ერთიანი ავტომატიზებული სისტემის შექმნის შემთხვევაში დასაშვები იქნება აღრიცხვის ელექტრონულად წარმოება. ხანძრების (წაკიდებების) და მათი შედეგების ელექტრონულად აღრიცხვის და მონაცემთა ბაზების წარმოების წესი განისაზღვრება სააგენტოს მიე