2. პირველი დანაყოფის ხანძარზე (წაკიდებაზე) მისვლის დროდ ფიქსირდება ხანძარზე (წაკიდებაზე) პირველად მისული ძირითადი ან სპეციალური სახანძრო ავტომობილის მისვლის დრო, მიუხედავად სახანძრო დაცვის დანაყოფის სახეობისა.

3. ხანძარი (წაკიდება) ჩაითვლება ლოკალიზებულად, თუ არ არსებობს ან ლიკვიდირებულია საფრთხე ადამიანთა ან/და ცხოველთათვის, აღარ არსებობს ხანძრის (წაკიდების) გავრცელების შესაძლებლობა (ფართობსა და მოცულობაში) და შექმნილია პირობები მისი ლიკვიდაციისათვის არსებული ძალებითა და საშუალებებით.

4. ხანძარი (წაკიდება) ჩაითვლება ლიკვიდირებულად, თუ შეწყვეტილია წვა და აღმოფხვრილია  მისი თვითნებურად წარმოქმნის შესაძლებლობა.

5. ბარათის კოდური ნაწილის 56-ე ველში ჩაიწერება იმ ძირითადი პირობების კოდები, რომლებმაც ხელი შეუწყეს ხანძრის (წაკიდების) განვითარებას  №2 დანართის ცხრ. 16-ის შესაბამისა