2. ბარათის კოდური ნაწილის 72-ე ველში თანმიმდევრობით ჩაიწერება ხანძარზე დაღუპულ, ტრავმირებულ ადამიანთა ასაკი. ერთ წლამდე ასაკის ბავშვების დაღუპვის, ტრავმირების შემთხვევაში ასაკის ველში შეიტანება „1".
3. ბარათის კოდური ნაწილის 73-ე ველში შესაბამისად ჩაიწერება „1", თუ დაღუპული, ტრავმირებული ადამიანი მამაკაცია და „2", თუ დაღუპული, ტრავმირებული ადამიანი ქალია.
4. ბარათის კოდური ნაწილის 74-ე ველში ჩაიწერება ხანძარზე დაღუპული ადამიანის სოციალური მდგომარეობის კოდი №2 დანართის ცხრ. 27-ის შესაბამისად.
5. ბარათის კოდური ნაწილის 75-ე ველში ჩაიწერება იმ პირობების კოდი, რომლებმაც ხელი შეუწყო ხანძარზე ადამიანთა დაღუპვას, ტრავმირებას №2 დანართის ცხრ. 28-ის შესაბამისად.
6. ბარათის კოდური ნაწილის 76-ე ველში ჩაიწერება ხანძარზე პირის დაღუპვის მიზეზი №2 დანართის ცხრ. 29-ის შესაბამისად.
7. ბარათის კოდური ნაწილის 77-ე ველში ჩაიწერება კოდი, რომელიც ასახავს, თუ როდის გარდაიცვალა დაზარალებული პირი: „1" – სახანძრო-სამაშველო დანაყოფის მისვლამდე, „2" – ხანძრის ლიკვიდაციისას თუ „3" – შემთხვევის დღიდან 30 დღის განმავლობაში.
8. თუ ხანძრის შედეგად დაიღუპა ან დაშავდა 3 ადამიანზე მეტი, მონაცემები სამ მათგანზე უნდა იქნეს მოყვანილი ძირითად ბარათში, ხოლო მომდევნო 3-3 დაღუპულზე (ტრავმირებულზე) ივსება დამატებითი ბარათი I და VII ნაწილების სავალდებულო შევსებით. დამატებითი ბარათის ნომერი უნდა ემთხვეოდეს ძირითადი ბარათის ნომერს, ხოლო ველში “ძირითადი, დამატებითი” მიეთითება დამატებითი ბარათის რიგითი ნომერი დაწყებული ერთიდა