1. სამინისტროს ვებგვერდზე -„www.mepa.gov.ge“ ოქმი ქვეყნდება სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ ველში - „გამოქვეყნებული ჯარიმები“.
2. „გამოქვეყნებული ჯარიმების“ ველში უნდა მიეთითოს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევის: სახელი, გვარი/დასახელება, პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი, სამართალდარღვევის სახე, დაკისრებული ჯარიმის ოდენობა და გადახდის ვადა. ასევე, შესაძლებელია სხვა საჭირო ინფორმაციის მითითება.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 964 მუხლით გათვალისწინებული ჩაუბარებელი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 13/06/2025.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება