1. სისტემის ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობის კონკურენტული გარემო. შესაბამისად, იგი პასუხისმგებელია ყველა მიმწოდებლებისათვის მომხმარებლებზე ბუნებრივი გაზის მიწოდებისათვის შეუფერხებელი და მიმზიდველი გარემოს შექმნასა და უზრუნველყოფაზე.
2. დაუშვებელია ბუნებრივი გაზის მიმწოდებლების არათანაბარ პირობებში ჩაყენება.
3. სისტემის ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს მის მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელთან მიმწოდებლების დაუბრკოლებლად დაშვება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს მიწოდების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისათვის სათანადო პირობების შექმნა და მიმწოდებლის მითითების შესრულება ბუნებრივი გაზის მომარაგებასთან დაკავშირებით წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის პირობების შესაბამისა