1. გადამცემ ქსელთან მიერთების წესი (შემდგომში “მიერთების წესი”)განსაზღვრავს გადამცემ ქსელთან მიერთებისა და ქსელით სარგებლობის ძირითად ტექნიკურ-ორგანიზაციულ პირობებს, რომელთა დაცვა სავალდებულოა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისათვის, გადაცემის ლიცენზიატისათვის, მოსარგებლისა და მაძიებლისათვის.

2. მიერთების წესის მიზანია:

ა) გადამცემი ქსელისა და ამ ქსელზე  მიერთებული ელექტრომოწყობილობა-დანადგარების უსაფრთხო ექსპლუატაციისა და ელექტროენერგეტიკული სისტემის სტაბილური მუშაობის უზრუნველყოფა;

ბ) მიერთების წერტილებში გადამცემი ქსელის მახასიათებლების შესახებ მოთხოვნების განსაზღვრა. სათანადო ელექტრომოწყობილობა-დანადგარების, სქემების,  კონტროლისა და დაცვის სისტემის შერჩევა;

გ) მიერთების ხელშეკრულების ძირითადი პირობების განსაზღვრა.

3. მიერთების წესის ამოცანებია:

ა)    განმცხადებლის გადამცემ ქსელთან მიერთების სამართლიანი და არადისკრიმინაციული  წესებისა და სტანდარტების განსაზღვრა;

ბ)    მიერთების წერტილებში გადამცემი ქსელის ნორმალური ფუნქციონირების სტანდარტების განსაზღვრა;

გ)         გადამცემ ქსელთან მიერთების ტექნიკური გადაწყვეტისა და ექსპლუატაციის კრიტერიუმების განსაზღვრა ეკონომიკური მიზანშეწონილობის (უმცირესი ღირებულების პრინციპით) გათვალისწინები