მუხლი 3. წესების მოთხოვნების შესრულების ვალდებულება
თავი I — ზოგადი დებულებები
1. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, უზრუნველყოს სათანადო ღონისძიებების გატარება წესების მოთხოვნების შესასრულებლად.
2. წესების მოთხოვნების შესასრულებლად დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს უფლება აქვს, ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეების მიმართ განახორციელოს წესებით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება, გასცეს განკარგულებები, მითითებები და ინსტრუქციები, რომელთა შესრულება სავალდებულოა ადრესატისათვის. ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეები ვალდებულნი არიან, შეასრულონ ამ წესების მოთხოვნები და პრინციპები, ხელმისაწვდომი გახადონ თავიანთი ელექტრომოწყობილობა და სისტემური მომსახურება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისთვის და შეასრულონ მისი განკარგულებები, მითითებები და ინსტრუქციებ
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(1)
საქმე №ბს-385(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.10.2023
…მომხმარებლისთვის შეთავაზებული ახალი ტექნიკური პირობის მე-10 პუნქტი,,ქსელის წესების’ ’ მოთხოვნებთან შეუსაბამოა. კომისიამ გადაწყვეტილებაში ასევე განმარტა, რომ სს „...ა“ როგორც გადაცემის სისტემის ოპერატორი, უფლებამოსილია იმოქმედოს „ქსელის წესების“ მე-3 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში (მათ შორის, მოიცავს ქსელის წესების 43-ე მუხლის მე-20 პუნქტისა ან/და 46-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“…
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება „ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ, მუხლი 3, №10, 17.04.2014, სარეგისტრაციო კოდი 300280020.16.009.016085 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2322689/muxli-3/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია