1. ქსელის წესები (შემდგომში „წესები“) განსაზღვრავს საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეთა და მაძიებლების მიერ გადამცემი ქსელის განვითარების, მართვის, ხელმისაწვდომობისა და უსაფრთხო სარგებლობის პროცედურებს, პირობებს, პრინციპებსა და სტანდარტებს.
2. ამ წესების მოქმედება ვრცელდება მაძიებელსა და ელექტროენერგეტიკული სისტემის ქვემოთ ჩამოთვლილ მონაწილეებზე:
ა) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი;
ბ) გადაცემის ლიცენზიატი;
გ) ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი;
დ) ელექტროენერგიის მწარმოებელი;
ე) განაწილების ლიცენზიატი;
ვ) მომხმარებელი, რომელიც მიერთებულია გადამცემ ქსელზე;
ზ) სხვა მომხმარებელი, რომელიც არ არის ამ პუნქტის "ვ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული, მაგრამ თავისი პარამეტრებით თუ ადგილმდებარეობით ხვდება ამ წესების მოქმედების სფეროში.
3. წესების ამოცანაა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირებს (სუბიექტებს) შორის ურთიერთობების რეგულირება, მათი უფლებების, მოვალეობების, პასუხისმგებლობებისა და ანგარიშვალდებულებების განსაზღვრა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს:
ა) გადამცემი ქსელის გამჭვირვალე, არადისკრიმინაციული და ეკონომიური (უმცირესი ღირებულების პრინციპით) ხელმისაწვდომობა და გამოყენება მისი უსაფრთხო, საიმედო და ეფექტიანი ექსპლუატაციის გათვალისწინებით;
ბ) მოსარგებლეებისა და მაძიებლებისათვის ტექნიკური პირობის მოთხოვნების დადგენა;
გ) ელექტროენერგეტიკული სისტემის მონაწილეთა შორის სათანადო ინფორმაციის გაცვლა.
4. წესები მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა გადამცემი ქსელის ხელმისაწვდომობისა და გამოყენების ტექნიკურ-ეკონომიკური და ოპერირების კრიტერიუმები, მისი გაფართოების და გაუმჯობესების დაგეგმვა, ელექტროენერგეტიკული სისტემის მუშაობის რეჟიმები და სტანდარტები, ელექტროენერგიის მიწოდებისა და მოთხოვნების გრაფიკების შედგენა და განხორციელება, მონაცემთა და ინფორმაციის გაცვლა, ელექტროენერგიის აღრიცხვის პოლიტიკ