1. გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია, განაცხადის მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში შეამოწმოს, წარმოდგენილია თუ არა განაცხადი დადგენილი ფორმით, მოიცავს თუ არა მე-8 მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას და ხარვეზების არსებობის შემთხვევაში წერილობით აცნობოს განმცხადებელს აღნიშნულის მითითებით და ხარვეზის გამოსწორების მიზნით განუსაზღვროს 5 დღიანი ვადა.
2. ხარვეზების გამოსწორების ან ხარვეზების არარსებობის დადგენიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, გადაცემის ლიცენზიატი არსებითად განიხილავს განაცხადს და უგზავნის მას დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს თავის კომენტარებთან ერთად.
3. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი განაცხადის მიღებიდან 20 კალენდარული დღის განმავლობაში განიხილავს განაცხადს გადაცემის ლიცენზიატის კომენტარებთან ერთად და თავის გადაწყვეტილებას უგზავნის გადაცემის ლიცენზიატს, რომელიც მისი მიღებიდან 3 სამუშაო დღეში უგზავნის აღნიშნულ გადაწყვეტილებას განმცხადებელს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი იღებს განმცხადებლის ელექტრომოწყობილობა-დანადგარების გადამცემ ქსელზე შესაძლო ზემოქმედების გამოკვლევის საფუძველზე.
5. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის გადაწყვეტილება უნდა მოიცავდეს:
ა) დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში - შეთავაზებას მიერთების შესახებ, რომელიც უნდა იყოს შედგენილი მე-10 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;
ბ) უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში - დასაბუთებულ უარს განაცხადის დაკმაყოფილებაზე, თუ ქსელზე ზემოქმედების შესწავლისას დადგინდება, რომ განმცხადებლის ელექტრომოწყობილობა-დანადგარები არ აკმაყოფილებს ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხო და საიმედო მუშაობასთან დაკავშირებულ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და/ან მიერთების პროექტი აუარესებს გადამცემი ქსელის მდგომარეობას. ამასთან, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, განმცხადებელს მისცეს მითითება, თუ რა ცვლილებაა შესატანი განაცხადში, რომ ის მისაღები გახდეს, თუ ქსელზე ზემოქმედების შესწავლისას დადგინდება, რომ ასეთი ცვლილებების შემთხვევაში მიერთება არ გააუარესებს გადამცემი ქსელის მდგომარეობას. ასეთ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში არ განახორციელებს სათანადო ცვლილებების (ან სათანადოდ შეცვლილი განაცხადის) წარდგენას, მიერთების განაცხადი აღარ განიხილება;
გ) ამ პუნქტის "ბ" ქვეპუნქტში აღნიშნული ვადის გასვლამდე განმცხადებლის მიერ დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი, შესაბამის გადაცემის ლიცენზიატთან შეთანხმებით, უფლებამოსილია, ეს ვადა ერთჯერადად გააგრძელოს არაუმეტეს 20 სამუშაო დღით.
6. გამონაკლის შემთხვევაში, ამ მუხლით მიერთების განაცხადის განხილვის შესაბამისი ეტაპისთვის დადგენილი თითოეული ვადა შეიძლება გაიზარდოს განაცხადისა და ჩასატარებელი კვლევების სირთულიდან გამომდინარე, მხოლოდ განმცხადებელთან შეთანხმები