1. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, შეიმუშაოს გადამცემ ქსელთან მიერთების განაცხადის ფორმა და წარუდგინოს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას დასამტკიცებლად.

2. განმცხადებელი ვალდებულია, შევსებული მიერთების განაცხადი წარუდგინოს იმ გადაცემის ლიცენზიატს, რომლის კუთვნილ გადამცემ ქსელზე უნდა მოხდეს მიერთება ან არსებული მიერთების მოდიფიკაცია.

3.მიერთების განაცხადის ფორმაში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ რეკვიზიტებთან ერთად, მოცემული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

ა)    განმცხადებლის დასახელება, სამართლებრივი ფორმა, საბანკო რეკვიზიტები, მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი;

ბ)  ტექნიკური ინფორმაციის მისაღებად გამოყოფილი პირის საკონტაქტო მონაცემები;

გ)  ობიექტის მდებარეობა, მისი განლაგების გეგმისა და საკადასტრო რუკის ჩათვლით;

დ)  შემოთავაზებული ახალი ან არსებული მიერთების მოდიფიკაციის, აგრეთვე ელექტრომოწყობილობა-დანადგარების ზოგადი აღწერილობა;

ე)    გადამცემი ქსელის დაგეგმვის შესაბამისი მონაცემები, ამ წესებით გათვალისწინებული ფორმის შესაბამისად;

ვ)    განმცხადებლის ელექტრომოწყობილობა-დანადგარების გადამცემ ქსელზე მიერთებისა და ექსპლუატაციაში გაშვების სავარაუდო თარიღები;

ზ)   მიერთებული ობიექტის ფლობის დამადასტურებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები (მოდიფიკაციის შემთხვევაში);

თ)        ახალი ობიექტის მშენებლობისათვის საჭირო მიწის ნაკვეთის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ახალი მიერთების შემთხვევაში