1. განმცხადებლის ელექტრომოწყობილობა-დანადგარების ექსპლუატაციაში გაშვების წინ აუცილებელია, ჩატარდეს წინასწარი ტესტირება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მითითებების შესაბამისად. ტესტირების გავლის შემდეგ, გადამცემ ქსელზე მიერთებამდე, განმცხადებელი ვალდებულია, წარუდგინოს შესაბამის გადაცემის ლიცენზიატს წერილობითი შეტყობინება მიერთებისთვის მზადყოფნის შესახებ, რომელსაც უნდა დაერთოს:

ა) ძირითადი ელექტრომოწყობილობა/დანადგარების დაზუსტებული სპეციფიკაციები, ნახაზები და სქემები;

ბ) ინფორმაცია ტექნოლოგიური, რელეური დაცვისა და ავტომატიკის მოწყობილობების შესახებ;

გ) განმცხადებლის ელექტრომოწყობილობა-დანადგარების უსაფრთხოების წესებისა და ინსტრუქციების ასლები და პასუხისმგებელი თანამშრომლების სია;

დ) ინფორმაცია საკონტაქტო პირებზე, რომელთაც მინიჭებული აქვთ სრული უფლებამოსილება განმცხადებლის სახელით გადაწყვეტილების მიღებაზე;

ე) განმცხადებლის მიერ შემოთავაზებული ტექნიკური მომსახურების გეგმა;

ვ) ინფორმაცია მიერთების წერტილისა და განმცხადებლის ელექტრომოწყობილობა/დანადგარების ტესტირების პროცედურებზე;

ზ) მისაერთებელი ობიექტის ელექტრომოწყობილობა/დანადგარების მზადყოფნის ტესტირების ანგარიშები გადამცემ ქსელში ჩასართავად.

2. გადაცემის ლიცენზიატი განიხილავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ წერილობით შეტყობინებას და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან შეთანხმების შემდეგ აცნობებს განმცხადებელს ქსელზე მიერთებაზე თანხმობის ან დამატებითი ტესტირებების ჩატარების აუცილებლობის შესახე