1. ძაბვის ქვეშ მყოფ საკონტაქტო ქსელზე სამუშაოდ დაიშვებიან პირები, რომელთაც აქვთ ამის უფლება. მუშაობა წარმოებს მხოლოდ ავტოდრეზინაზე ან სპეციალურ პლატფორმაზე დამონტაჟებული კოშკურიდან ან იზოლირებულბაქნიანი გადასატანი კიბიდან.
2. სამუშაოები ძაბვის ქვეშ მყოფ საკონტაქტო ქსელზე სრულდება განწესით. დაუშვებელია სამუშაოების წარმოება წვიმის, ნისლის, სველი თოვლის ან ჭექაქუხილის დროს.
3. საკონტაქტო ქსელზე მომუშავე ჯგუფში უნდა იყოს ხელმძღვანელი, რომელიც პასუხისმგებელია სამუშაოების უსაფრთხო წარმოებისათვის. ხელმძღვანელს უნდა ჰქონდეს IV ან V ჯგუფი ელექტროუსაფრთხოებაში.
4. მუშაობა საკონტაქტო ქსელზე წარმოებს მეორე პირის თანდასწრებით, რომელიც იმყოფება სამუშაო ადგილთან უშუალო სიახლოვე