1. მუდმივი დენის საკონტაქტო ქსელის სტაციონარულ და გადასატან საყრდენებზე, როცა ძაბვა 1650 ვ-ს არ აღემატება, დასაშვებია ელექტრული განათების სადენებისა და სანათების დაკიდება საკონტაქტო სადენის ზევით საყრდენის საწინააღმდეგო მხარეს.
2. ვერტიკალური მანძილი საკონტაქტო სადენიდან განათების სადენებამდე არ უნდა იყოს 1,5 მ-ზე ნაკლები. განათების ქსელის იზოლატორები შეირჩევა უდიდეს ძაბვაზე 1650 ვ).მანძილი საკონტაქტო სადენიდან საყრდენამდე გვერდითი დაკიდებისას არ უნდა იყოს 1 მ-ზე ნაკლები.
3. ხის საყრდენებზე განათების სადენების ქვემოთ განლაგებული ნათურებისა და სანათების შეცვლა დასაშვებია, როცა ძაბვა საკონტაქტო ხაზიდან მოხსნილია.
4. განათების ქსელის რემონტი (კაკვების, მანჭვლებისა და იზოლატორების შეცვლა, სადენების კვლავდაჭიმვა და სხვა) დასაშვებია მაშინ, როდესაც ძაბვა მოხსნილია როგორც საკონტაქტო, ისე განათების ქსელიდა