1. კარიერზე თვეში ერთხელ მაინც უნდა განხორციელდეს ჩამიწების მთელი ქსელის გარე დათვალიერება, აგრეთვე ჩამიწების ქსელის საერთო წინაღობის გაზომვა. საერთო ჩამიწების მოწყობილობის წინაღობა არ უნდა იყოს 4 ომ-ზე მეტი. თუ მიწის კუთრი წინაღობა დიდია, ჩამიწება უნდა მოეწყოს უსაფრთხოების მოთხოვნათა სრული დაცვით.

2. ახლად დაყენებული ან გადაადგილებული ელექტრომოწყობილობის ჩართვის წინ უნდა გაიზომოს მისი ჩამიწების მოწყობილობის წინაღობა. გაზომვის შედეგები შეტანილი უნდა იქნეს სპეციალურ ჟურნალში.

3. საამფეთქებლო სამუშაოთა შესრულების შემდეგ აფეთქების ზონაში უნდა მოხდეს ჩამიწების ქსელის დათვალიერება.

თავი XXII

ელექტროგადაცემის ხაზები

მუხლი. 68. ზოგადი მოთხოვნები ელექტროგადაცემის ხაზების მიმართ

1. მუხტების აფეთქების დროს ელექტროგადაცემის საკაბელო და საჰაერო ხაზები სახიფათო ზონის ფარგლებში გამორთული უნდა იყოს. აფეთქების შემდეგ, ჩართვის წინ აუცილებელია ამ ხაზების დათვალიერება და დათვალიერების შედეგების შეტანა სპეციალურ ჟურნალში.

2. კაბელის რემონტი დასაშვებია მისი მკვებავი პუნქტიდან გამორთვისა და ნარჩენი ელექტრული მუხტებისაგან განმუხტვის შემდეგ.

3. ლიანდაგების ან საავტომობილო გზების გადაკვეთის ადგილებში კაბელი დაცული უნდა იყოს დაზიანებისაგან მისი მილში, ხოკერში, ღარში ან სხვა საკაბელო ნაგებობაში გაყვანის გზით. საფარის ზომები 2 მ-ით მაინც უნდა აღემატებოდეს ლიანდაგის ან გზის სიგანეს ორივე მხრიდან.

4. აკრძალულია სამუშაოების წარმოება ელექტროგადაცემის ხაზებზე  ჭექაქუხილის დროს.

5. დაუშვებელია ერთზე მეტი მიერთების (გამოყვანის) შესრულება ამამუშავებლის, ტრანსფორმატორისა და სხვა მოწყობილობის მომჭერებზე, თუ ეს არ არის გათვალისწინებული მომჭერების ან მისაერთებელი არმატურის კონსტრუქციი