1. ჩამიწებას ექვემდებარება ელექტროდანადგარების ლითონური ნაწილები, რომლებიც ნორმალურ მდგომარეობაში ძაბვის ქვეშ არ არიან, მაგრამ შეიძლება აღმოჩნდნენ იზოლაციის დაზიანების შემთხვევაში:
ა) ელექტრული ექსკავატორების, საბურღი დაზგების, ტუმბოების, კონვეიერების, ელექტრობურღებისა და სხვა მანქანების კორპუსები, ელექტრული მანქანების, ტრანსფორმატორების, ამომრთველების სადგარები და გარსაცმები, სხვა ელექტრომოწყობილობა და აპარატები;
ბ) ელექტრული აპარატურის ამძრავები;
გ) საზომი ტრანსფორმატორების მეორეული გრაგნილები;
დ) მართვისა და მანაწილებელი ფარების კარკასები;
ე) სტაციონარული და გადასატანი სატრანსფორმატორო ქვესადგურების, მანაწილებელი მოწყობილობისა და მიერთების პუნქტების ლითონური და რკინაბეტონის კონსტრუქციები და გარსაცმები;
ვ) საკაბელო ქუროების ლითონური კორპუსები, კაბელებისა და სადენების ლითონური გარსაცმები, ელექტროგაყვანილობის ფოლადის მილები;
ზ) ელექტროგადაცემის ხაზების ლითონური და რკინაბეტონის საყრდენები და კონსტრუქციები;
თ) პროჟექტორებისა და განათების არმატურის კორპუსები;
ი) ძაბვის ქვეშ მყოფი ნაწილების გადაღობვები, ლითონის გისოსური და მთლიანი შემოღობვები, ლითონის ფერმები, კოჭები, ბაქნები და სხვა ნაწილები, რომლებიც შეიძლება აღმოჩნდნენ ძაბვის ქვეშ.
2. ჩამიწებას არ ექვემდებარება:
ა) საკიდი იზოლატორების არმატურა და საყრდენი იზოლატორების მანჭვლები;
ბ) კრონშტეინები და განათების არმატურა, როცა ისინი იდგმება ელექტროგადაცემის ხაზების ხის საყრდენებსა და ღია ქვესადგურების ხის კონსტრუქციებზე, თუ ამას არ თხოულობს გადამეტძაბვებისაგან დაცვის პირობები;
გ) მოწყობილობა, რომელიც დადგმულია ჩამიწებულ ლითონის კონსტრუქციებზე, ამასთან, საყრდენ ზედაპირებზე გათვალისწინებული უნდა იყოს გასუფთავებული და შეუღებავი ადგილები ელექტრული კონტაქტის უზრუნ ველსაყოფად;
დ) ელექტროსაზომი ხელსაწყოების, რელეებისა და სხვა მსგავსი მოწყობილობის კორპუსები, რომლებიც დადგმულია ფარებზე, კარადებზე, აგრეთვე მანაწილებელი მოწყობილობის კამერების კედლებზე;
ე) საკაბელო კონსტრუქციები, რომლებზეც გაყვანილია ნებისმიერი ძაბვისკაბელები, რომელთაც აქვთ ორივე ბოლოთი ჩამიწებული ლითონის გარსაცმები;
ვ) ლიანდაგები ელექტროსადგურების, ქვესადგურებისა და მანაწილებელი მოწყობილობის ტერიტორიის გარეთ.
3. კარიერზე მომუშავე 1000 ვ-მდე და მეტი ძაბვის სტაციონარული და გადასატანი ელექტროდანადგარებისათვის ეწყობა საერთო ჩამიწებ