1. გადასატანი მანქანებისა და სატრანსფორმატორო ქვესადგურების მიერთება მკვებავ საკარიერო ხაზებთან უნდა წარმოებდეს ქარხნული შესრულების, სამთო სამუშაოებისათვის განკუთვნილი, სპეციალური გადასატანი მიერთების პუნქტების საშუალებით.

2. კაბელის უშუალო მიერთება საჰაერო ხაზთან მიერთების პუნქტის გარეშე აკრძალულია.

3. მიერთების პუნქტი და მომუშავე სამთო მანქანები უნდა იყოს ერთ ჰორიზონტზე (საფეხურზე) განლაგებული. ცალკეულ შემთხვევებში ჩასასვლელების მოწყობისას და გადამტვირთავ პუნქტებზე მუშაობისას დასაშვებია მიერთების პუნქტისა და მომუშავე ექსკავატორების განლაგება სხვადასხვა ჰორიზონტზე (საფეხურზე), თუ შექმნილი იქნება კაბელის დათვალიერების უსაფრთხო პირობები.

4. როცა გადასატანი სატრანსფორმატორო ქვესადგური იდგმება საჰაერო ხაზთან (კაბელის ჩაყენების გარეშე), მიერთების პუნქტის გამოყენება აუცილებელი არ არის.

5. მიერთების პუნქტის გადართვის სამუშაოები წარმოებს საწარმოში შედგენილი ინსტრუქციის შესაბამისად და განწესის მიხედვით, რომელიც განსაზღვრავს მუშაობის უსაფრთხო პირობებს.

თავი XXI

ჩამიწე