1. სტაციონარული ელექტროქვესადგურებისა და მანაწილებელი მოწყობილობის სათავსებში გამოკიდებული უნდა იყოს პირველადი და მეორეული კომუტაციის, საჰაერო და საკაბელო ქსელების სქემები, ინსტრუქციები მომსახურე პერსონალისათვის, მაფრთხილებელი ნიშნები, ელექტროდენით დაშავებულთათვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის წესები. უნდა დაიდგას სტენდები მაფრთხილებელი პლაკატებით.
2. გადასატანი სატრანსფორმატორო ქვესადგურებისა და მანაწილებელი პუნქტების სათავსები შესრულებული უნდა იყოს უწვავი მასალისაგან.
3. გადასატანი ქვესადგურების, მანაწილებელი მოწყობილობისა და მიერთების პუნქტების ყველა კარს უნდა ჰქონდეს საიმედო ჩამკეტი მოწყობილობა, მექანიკური ბლოკირება ამომრთველებს, გამთიშებსა და კამერების კარებს შორის, რომლებიც გამორიცხავენ მცდარ ოპერაციებს გამთიშებთან და ამომრთველებთან და კარების გაღების შესაძლებლობას, თუ გამთიში ჩართულია, აგრეთვე გამთიშის ჩართვას, თუ კარი ღია