1. ელექტროდანადგარების მომსახურებისას გამოყენებული უნდა იქნეს აუცილებელი დამცავი საშუალებები (დიელექტრიკული ხელთათმანები, ბოტები, ხალიჩები, საიზოლაციო ქვესადგამები და სხვა). გამოყენების წინ დამცავი საშუალებები გულდასმით უნდა იქნეს დათვალიერებული. დაბალი ტემპერატურის დროს გამოყენებული უნდა იქნეს დათბუნებული დიელექტრიკული ხელთათმანები. დროებით დასაშვებია დიელექტრიკული ხელთათმანებით სარგებლობა თბილ (შალის ან სხვა) ხელთათმანებთან ერთად.
2. დამცავი საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ელექტროდანადგარების მომსახურებისას, პერიოდულად, დადგენილ ვადებში უნდა გამოიცადოს ელექტრულად.
3. ელექტროდანადგარების შიშველი დენგამტარი ნაწილები, შიშველი სადენები და სალტეები, ჩამრაზებისა და მცველების კონტაქტები, ელექტრული მანქანებისა და აპარატების მომჭერები და სხვა ელემენტები, რომლებიც მისაწვდომია შემთხვევითი შეხებისათვის, საიმედოდ უნდა იყოს დაცული გადაღობვით. ელექტროქსელის უმოქმედო ნაწილები გამორთული უნდა იყოს მკვებავი ქსელიდან.
4. ელექტროდენით დაშავებისაგან ადამიანების დასაცავად 1000 ვ-მდე ძაბვის ელექტროდანადგარებზე გამოყენებული უნდა იქნეს აპარატები (გაჟონვის რელეები), რომლებიც ავტომატურად გამორთავენ ქსელს სახიფათო გაჟონვის დენის დროს. დაზიანებული ქსელის გამორთვის საერთო დრო 200 მწმ-ს არ უნდა აღემატებოდეს.
5. გაჟონვის რელეს ამოქმედების წესივრულობა უნდა შემოწმდეს ყოველი ცვლის დაწყების წინ. ავტომატთან ერთად გაჟონვის რელეს შემოწმება ამოქმედების დროზე აუცილებელია ექვს თვეში ერთხელ, აგრეთვე მისი გადაადგილებისას.
6. არ არის აუცილებელი გაჟონვისაგან დაცვის გამოყენება ქსელებისათვის, რომელთა ძაბვა 60 ვ-ს არ აღემატება.
სატრანსფორმატორო ქვესადგურები და მანაწილებელი მოწყობილო