1. ელექტროსადგურებსა და ქვესადგურებში 1000 ვ-ზე მეტი ძაბვის გამომავალი ფიდერები, რომლებითაც იკვებება საკარიერო გადასატანი ელექტროდანადგარები, აღჭურვილი უნდა იყოს აპარატურით, რომელიც უზრუნველყოფს ხაზების გამორთვას ერთი ფაზის მიწასთან შერთვისას.
2. მიწასთან ცალფაზა შერთვისაგან დაცვა უნდა იყოს ორსაფეხურიანი. დაცვის პირველი საფეხურის შემოწმება და საკონტროლო გამართვა უნდა მოხდეს ექვს თვეში ერთხელ მაინც, ხოლო მეორე საფეხურისა - წელიწადში ერთხელ მაინ