1. სტაციონარული და გადასატანი მანქანებისა და მექანიზმების ჩამიწების საერთო ქსელი იქმნება ჩამიწების გამტარებისა (გვარლების) და მოქნილი კაბელების ჩამიწების ძარღვების ერთმანეთთან უწყვეტი ელექტრული შეერთების გზით.

2. კარიერის საერთო ჩამიწების მოწყობილობა შედგება ცენტრალური კონტურისა და ადგილობრივი ჩამიწების მოწყობილობისაგან.

3. დასაშვებია გადასატანი მიერთების პუნქტების, გადასატანი კომპლექტური სატრანსფორმატორო ქვესადგურების მუშაობა ადგილობრივი ჩამიწების მოწყობილობის გარეშე, თუ არსებობს დამატებითი ჩამამიწებელი (ცენტრალური ჩამამიწებლის ანალოგიური), რომელიც მიერთებულია ცენტრალური ჩამიწების მოწყობილობასთან ისე, რომ ჩამიწების მოწყობილობის ნებისმიერი ელემენტის მწყობრიდან გამოსვლისას ჩამიწების წინაღობა ჩამიწების ქსელის ნებისმიერ წერტილში 4 ომს არ აღემატება.

4. ჩამიწების გამტარის სიგრძე ერთ რომელიმე ცენტრალურ ჩამიწების მოწყობილობამდე 2 კმ-ს არ უნდა აღემატებოდეს.

5. ცენტრალური ჩამიწების მოწყობილობა სრულდება საერთო ჩამიწების კონტურის სახით   ქვესადგურთან ან ცალკე ჩამიწების მოწყობილობის სახით კარიერზე.

6. ადგილობრივი ჩამიწების მოწყობილობა სრულდება ჩამამიწებლების სახით, რომლებიც ეწყობა გადასაადგილებელ მისაერთებელ პუნქტებთან, გადასატან კომპლექტურ სატრანსფორმატორო ქვესადგურებსა და სხვა დანადგარებთან.

7. ჩამიწება ქვანახშირის კარიერებზე ეწყობა ქვანახშირის შახტების, ჭრილებისა და მამდიდრებელი ფაბრიკების ელექტროდანადგარების დაპროექტების ინსტრუქციის შესაბამისად.

8. ჩამიწების გვარლი გაიყვანება საყრდენებზე ელექტროგადაცემის ხაზის სადენების ქვემოთ. ვერტიკალური მანძილი ელექტროგადაცემის ხაზის ქვედა სადენიდან ჩამიწების გვარლამდე არ უნდა იყოს 0,8 მ-ზე ნაკლები.

9. თუ ადგილობრივი ჩამიწება ეწყობა მიერთების პუნქტთან, დამატებითი ადგილობრივი ჩამამიწებლების მოწყობა გადასატანი მანქანისა, მოწყობილობისა და აპარატებისათვის, რომლებიც ამ მიერთების პუნქტიდან იკვებებიან, საჭირო არ არის.

10. ჩამიწების გამტარების მიერთება მანქანების, ელექტრომოწყობილობისა და აპარატების კორპუსებთან, აგრეთვე დამამიწებლებთან, ხდება შედუღებით ან საიმედო ჭანჭიკური შეერთებით.

11. ლითონის კონსტრუქციები (ხიდები, გზაგამტარები, შუქნიშნები, ჰიდროონკანები), რომლებიც განლაგებულია 5 მ-ზე ნაკლებ მანძილზე ძაბვის ქვეშ მყოფი ელექტროწევის საკონტაქტო ქსელის ნაწილებიდან, საკონტაქტო ქსელის ლითონის საყრდენები, რკინაბეტონისა და ქვის ხელოვნურ ნაგებობებსა და რკინაბეტონის საყრდენებზე საკონტაქტო ქსელის იზოლატორების დამაგრების დეტალები, აგრეთვე სასექციო გამთიშების ამძრავები, ხის საყრდენებზე დადგმული კომპენსატორების არამუშა დასაანკერებელი შტოები და ტვირთები უნდა იყოს ჩამიწებული. ჩამიწება ხორციელდება ამ კონსტრუქციების მიერთებით წევის რელსებთან. ჩამიწების სადენები და რელსებთან და ჩასამიწებელ მოწყობილობასთან მათი მიერთების ადგილები  უნდა იყოს მისაწვდომი კონტროლისათვი