1. განათების ქსელისათვის კარიერზე, აგრეთვე სტაციონარული განათების წერტილებისათვის გადასატან მანქანებზე, მექანიზმებსა და აგრეგატებზე გამოიყენება იზოლირებულნეიტრალიანი ელექტრული სისტემა. ძაბვა არ უნდა აღემატებოდეს 220 ვ-ს. გამონაკლისი დასაშვებია განათების სპეციალური სახეების გამოყენებისას.

2. ხელის გადასატანი ნათურებისათვის გამოყენებული ცვლადი დენის ხაზური ძაბვა 36 ვ-ს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო მუდმივი დენისა - 50 ვ-ს. თბომავლებით წევის დროს დასაშვებია ამ მიზნით მუდმივი დენის გამოყენება 75 ვ-მდე ძაბვით.

3. სანაყაროებისა და საავტომობილო გზების გასანათებლად კარიერის გარეთ ცალკეული სატრანსფორმატორო ქვესადგურიდან კვების შემთხვევაში დასაშვებია   380/220 ვ ძაბვის გამოყენება ჩამიწებულ ნეიტრალიან ქსელშ