1. კარიერი აღჭურვილი უნდა იყოს ტექნიკური საშუალებების კომპლექსით, რომელიც უზრუნველყოფს ტექნოლოგიური პროცესების კონტროლსა და მართვას და სამუშაოთა უსაფრთხოებას.

2. კავშირისა და სიგნალიზაციის მოწყობილობის კვება (გარდა სპეციალური სატრანსპორტო მოწყობილობისა) ხორციელდება განათების ქსელიდან, რომლის ძაბვა 220 ვ-ს არ აღემატება, აკუმულატორული ბატარეიდან ან გამმართველი მოწყობილობიდან.

3. სასიგნალო მოწყობილობისათვის (გარდა სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების სისტემისა), როცა ძაბვა 24 ვ-ს არ აღემატება, დასაშვებია ხაზის შესრულება შიშველი სადენებით.

4. საკონტაქტო სადენისა და კავშირის ხაზის ერთად დაკიდება საყრდენებზე დაუშვებელია.

5. კარიერის ქვესადგურს მისი დანიშნულების შესაბამისად უნდა ჰქონდეს სატელეფონო კავშირი ენერგოდისპეტჩერთან  ან კარიერის კომუტატორთან.

6. კარიერის სატელეფონო ხაზი ორსადენიანი მაინც უნდა იყოს.

7. კავშირგაბმულობის მოწყობილობა დაცული უნდა იყოს მაღალი ძაბვის საკონტაქტო ქსელის, მეხის განმუხტვისა და მოხეტიალე დენების ხელშემშლელი და სახიფათო გავლენისაგან.

კარი VI

მტვერი და მავნე აირები, პირველადი სამედიცინო დახმარება

თავი XXV

მტვერთან და მავნე აირებთან ბრძო