1. ელმავალი აღჭურვილი უნდა იყოს ბლოკირებებით, რომლებიც გამორიცხავენ ელმავლის მაღალი ძაბვის კამერაში შესვლას და სახურავზე ასვლას, თუ პანტოგრაფი არ არის გათიშული.
2. ელმავლის სახურავზე განლაგებული მოწყობილობის დათვალიერება და რემონტი წარმოებს დეპოში ან სპეციალურად გამოყოფილ ლიანდაგზე (ლიანდაგის უბანზე). ამ დროს საკონტაქტო ქსელიდან ძაბვა აუცილებლად უნდა იყოს მოხსნილი და ქსელი - ჩამიწებული.
3. ელმავალზე დამხმარე მანქანების, წევის ძრავებისა და აპარატურის დათვალიერება და რემონტი დეპოს გარეთ წარმოებს შემდეგი პირობების დაცვით:
ა)ელმავალი გაჩერებულია და დამუხრუჭებული ხელის მუხრუჭით;
ბ) დამხმარე მანქანები და აპარატურა გამორთულია;
გ) დენასართმევები დაშვებულია და ჩამიწებული;
დ) დამხმარე მანქანებისა და დენასართმევების ელექტროფარები ბლოკირებულია და ამომრთველი გამორთული;
ე) მთავარი გამთიში და დამხმარე წრედების გამთიშები გამორთულია (ეს ოპერაციები სრულდება დამხმარე მანქანების სრული გაჩერების შემდეგ გამთიში შტანგით);
ვ) მართვის ფარების გასაღებები და რევერსიული მექანიზმის სახელური გადაცემული აქვს სამუშაოთა მწარმოებელს;
ზ) ელმავლის მემანქანე უნდა დარწმუნდეს, რომ დენასართმევები დაშვებულია (მაშინაც კი, როცა ვოლტმეტრის ჩვენება ნულია).
განათება, კავშირი და სიგნალიზაც