1. გადასატანი (დროებითი) საჰაერო ხაზების მოწყობა და ექსპლუატაცია უნდა განხორციელდეს სტანდარტის და დამტკიცებული ტიპური ინსტრუქციის შესაბამისად.
2. მოქნილი კაბელების შეერთება წარმოებს ვულკანიზაციის გზით. თუ ვულკანიზაცია თხოულობს კაბელის ძარღვის იზოლაციის აღდგენას, ვულკანიზაციის შემდეგ საჭიროა კაბელის გამოცდა დიელექტრიკულ სიმტკიცეზე. გამოსაცდელად გამოყენებული მუდმივი დენის ძაბვის სიდიდე 2 ჯერ მაინც უნდა აღემატებოდეს ნომინალურ ძაბვას და გამოცდის ხანგრძლივობა 5 წთ უნდა იყოს. თუ საკაბელო ხაზის სიგრძე 100 მ-ზე მეტია, დასაშვებია მოქნილი კაბელის ნაჭრების შეერთება სპეციალური ქუროების საშუალებით.
3. გადასატანი მანქანების მკვებავი მოქნილი კაბელი ისე უნდა იყოს გაყვანილი, რომ გამოირიცხოს მისი დაზიანების, მიყინვის, ქანით ჩახერგვის, სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების გადავლის შესაძლებლობა. გაწყლოვანებულ ბაქანზე კაბელი გაიყვანება საყრდენებზე. ცვლის დასაწყისში და მუშაობის განმავლობაში უნდა წარმოებდეს მოქნილი კაბელის დათვალიერება ამ დანადგარის მომსახურე პერსონალის მიერ. დასაშვებია ძაბვის ქვეშ მყოფი მოქნილი კაბელის შენახვა სპეციალურ დოლზე (მოწყობილობაზე), თუ ეს გათვალისწინებულია მანქანის კონსტრუქციით.
4. ექსკავატორის კაბელის მიტანისას, თუ კაბელი ძაბვის ქვეშაა, მომსახურე პერსონალი ვალდებულია ისარგებლოს დიელექტრიკული ხელთათმანებით ან იზოლირებულსახელურიანი სპეციალური მოწყობილობით.
5. 1000 ვ-მდე ძაბვის მოქნილი კაბელების შეერთება, თუ მუშაობის პროცესში საჭიროა მათი ხშირი გათიშვა, სრულდება სპეციალური საშტეფსელო ქუროებით. როზეტი მონტაჟდება კვების წყაროს მხარეზე.
ელექტრული წე