1. ძალოვანი საკაბელო ხაზების ექსპლუატაციის დროს უნდა ხორციელდებოდეს მათი საიმედო მუშაობის უზრუნველყოფისკენ მიმართული ტექნიკური მომსახურება და რემონტი.

2. ექსპლუატაციაში გადაცემის დროს უნდა დადგინდეს თითოეული საკაბელო ხაზის უდიდესი დასაშვები დენური დატვირთვა. დატვირთვები განისაზღვრება ტრასის მიხედვით ყველაზე უარესი თბური პირობების მქონე უბნისთვის, თუ მისი სიგრძე არის არანაკლებ 10 მ. ამ დატვირთვების გაზრდა ნებადართულია თბური გამოცდების საფუძველზე, მაგრამ იმ პირობით, რომ ძარღვების გახურებამ არ გადაამეტოს საქართველოს სტანდარტებით და ტექნიკური პირობებით დადგენილ სიდიდეებს. ამასთან ერთად, კაბელების გახურება უნდა შემოწმდეს გაცივების ყველაზე უარესი პირობების მქონე ტრასის უბნებზე.

3. საკაბელო ნაგებობებში ორგანიზებული უნდა იყოს კაბელების მუშაობის თბური რეჟიმების, ჰაერის ტემპერატურის და სავენტილაციო სისტემების მუშაობის მუდმივი კონტროლი.

ზაფხულის პერიოდში საკაბელო გვირაბების, არხების და შახტების შიგა ტემპერატურა გარემოს ტემპერატურას არ უნდა აღემატებოდეს 10 0C-ზე მეტად.

4. ავარიის შემდგომი პერიოდის რეჟიმში, 10 კვ ძაბვის ჩათვლით, გაჟღენთილი ქაღალდის იზოლაციის მქონე კაბელებისთვის 5 დღე-ღამის მანძილზე ნებადართულია დენის მიხედვით 30 %-იანი, პოლიეთილენის და პოლივინილქლორიდის პლასტიკატის იზოლაციანებისთვის – 15 %-იანი, რეზინის და ვულკანიზებული პოლიეთინელის იზოლაციანებისთვის – 18 %-იანი ხანგრძლივად დასაშვები გადატვირთვები დღე-ღამეში არა უმეტეს 6 საათის და წელიწადში არა უმეტეს 100 საათის ხანგრძლივობით, თუ წლის დანარჩენი პერიოდის დატვირთვა არ გადაამეტებს მათ ხანგრძლივად დასაშვებ მნიშვნელობებს.

15 წელზე მეტი დროის განმავლობაში ექსპლუატაციაში მყოფი კაბელების დენის მიხედვით გადატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 10 %-ს.

არ დაიშვება 20-35 კვ ძაბვის გაჟღენთილი ქაღალდის იზოლაციის მქონე კაბელების გადატვირთვა.

110კვ და მეტი ძაბვის კაბელების გადატვირთვის რეგლამენტირება უნდა მოხდეს ნორმატიული დოკუმენტების საფუძველზე.

5. ხაზის პროფილის მიხედვით უნდა დადგინდეს ზეთით შევსებული 110 კვ და მაღალი ძაბვის ყოველი საკაბელო ხაზის, ან მისი სექციის ზეთის წნევის დასაშვები ცვლილების ზღვრები. ამ ზღვრებიდან გადახრის შემთხვევაში საკაბელო ხაზი უნდა გამოირთოს. ჩართვის ნება დაირთვება მხოლოდ გამორთვის მიზეზის გამოვლენის და აღმოფხვრის შემდეგ.

6. ზეთით შევსებული საკაბელო ხაზების სინჯების და 110 კვ და მაღალი ძაბვის პლასტმასის იზოლაციის მქონე კაბელების ქუროებიდან სითხის პირველი სინჯების ართმევა უნდა მოხდეს ახალი ხაზის ექსპლუატაციაში გადაცემის წინ, შემდეგი – 1 წლის შემდეგ, მომდევნო – 3 წლის შემდეგ და დანარჩენი – ყოველ 6 წელიწადში ერთხელ.

7. 1000 ვ ძაბვაზე მაღალი ძაბვის საკაბელო ხაზების ექსპლუატაციაში გადაცემის დროს სამშენებლო ნორმების და წესების და მიღების დარგობრივი წესების გათვალისწინებით გაფორმებული დოკუმენტაციის გარდა, ორგანიზაციას, რომელიც ექსპლუატაციას უწევს ელექტრული ქსელებს, უნდა გადაცეს:

ა) ტრასის მოცემულ რაიონში კომუნიკაციის განვითარების მიხედვით 1 : 200 და 1 : 500 მასშტაბებით შესრულებული შემაერთებელი ქუროების დაყენების ადგილების აღნიშვნების მქონე საშემსრულებლო ნახაზები;

ბ) კაბელის გაყვანამდე ხაზის საექსპლუატაციო ორგანიზაციასთან, ხოლო კაბელის მარკის შეცვლის შემთხვევაში ქარხანა-დამამზადებელთან და საექსპლუატაციო ორგანიზაციასთან შეთანხმებული და კორექტირებული 110 კვ და მაღალი ძაბვის საკაბელო ხაზის პროექტი;

გ) 35კვ ძაბვის საკაბელო ხაზის გზებთან და სხვა კომუნიკაციებთან გადაკვეთის ადგილების და 6-10 კვ ძაბვის განსაკუთრებულად რთული ტრასების მქონე საკაბელო ხაზების პროფილის ნახაზები;

დ) დოლზე დახვეული კაბელის მდგომარეობის აქტი და ნიმუშების დაშლის და დათვალიერების ოქმი;

ე) საკაბელო ჟურნალი;

ვ) საკაბელო ხაზის ყველა ელემენტის ინვენტარული აღწერა;

ზ) სამშენებლო და ფარულ სამუშაოთა აქტები, რომლებშიც აღნიშნული იქნება ყველა მიწისქვეშა კომუნიკაციასთან კაბელების კვეთა და მიახლოება;

თ) საკაბელო ქუროების მონტაჟის აქტები;

ი) მონტაჟის დროს საკაბელო თხრილების, ბლოკების, მილების და არხების მიღების აქტები;

კ) საკაბელო ხაზების ელექტროქიმიური კოროზიისაგან დაცვის მოწყობილობების სამონტაჟო აქტები და პროექტის შესაბამისად წარმოებული კოროზიული გამოცდის შედეგები;

ლ) კაბელის გაყვანის შემდეგ ამაღლებულ ძაბვაზე მისი იზოლაციის გამოცდის ოქმი;

მ) იზოლაციის წინაღობის გამოცდის შედეგები;

ნ) თხრილებში და არხებში გაყვანილი კაბელების გადახურვამდე ჩატარებული დათვალიერების აქტები;

ო) დოლებზე დახვეული კაბელების გაყვანის წინ დაბალ ტემპერატურებზე შეთბობის აქტები;

პ) ხანძარსაქრობი სისტემის და სახანძრო სიგნალიზაციის ავტომატური სტაციონარული დანადგარების შემოწმების და გამოცდის აქტები;

8. გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტში ჩამოთვლილი დოკუმენტაციისა, 110 კვ და მაღალი ძაბვის საკაბელო ხაზის ექსპლუატაციაში მიღებამდე სამონატაჟო ორგანიზაციამ ენერგოობიექტს დამატებით უნდა გადასცეს:

ა) კაბელის და მკვებავი აპარატურის განლაგების მაღლივი ნიშნულების საშემსრულებლო ნახაზები (დაბალი წნევის 110-220 კვ ხაზებისთვის);

ბ) ხაზის ყველა ელემენტში ზეთის გამოცდის შედეგები;

გ) ჟღენთვის გამოცდის შედეგები;

დ) მაღალი წნევის ხაზების მკვებავი აგრეგტების შემოწმების და გამოცდის შედეგები;

ე) წნევის სიგნალიზაციის სისტემების შემოწმების შედეგები;

ვ) გაყვანის დროს ჭიმვის ძალვის აქტები;

ზ) გაყვანის შემდეგ დამცველი საფარების ამაღლებულ ძაბვაზე გამოცდის აქტები;

თ) კაბელის, ქუროების და მკვებავი აპარატურის საქარხნო გამოცდის ოქმები;

ი) ქუროების ავტომატური შემთბობი მოწყობილობების გამოცდების შედეგები;

კ) თითოეული ფაზის დენგამტარ ძარღვებში და გარსაცმებში (ეკრანებში) დენის გაზომვის შედეგები;

ლ) კაბელის ძარღვების მუშა ტევადობის გაზომვის შედეგები;

მ) იზოლაციის აქტიური წინაღობის გამოცდის შედეგები;

ნ) ჭების და ბოლო ქუროების დამიწების წინაღობის გამოცდის შედეგები.

1000 ვოლტამდე ძაბვის საკაბელო ხაზების ექსპლუატაციაში ჩაბარების დროს უნდა გაფორმდეს და დამკვეთ ორგანიზაციას გადაეცეს: საკაბელო ჟურნალი, ხაზის კორექტირებული პროექტი, გამოცდების და გაზომვების აქტები და ოქმები.

9. სხვა საუწყებო ორგანიზაციების მიერ ექსპლუატაციაში გადასაცემი ყველა ძაბვის საკაბელო ხაზის გაყვანა და მონტაჟი უნდა შესრულდეს საექსპლუატაციო ორგანიზაციის ტექნიკური ზედამხედველობით.

10. თითოეულ საკაბელო ხაზს უნდა ჰქონდეს პასპორტი, რომელშიც შეტანილი იქნება ხაზის ძირითადი მონაცემები და ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის საარქივო საქაღალდე.

ღია გაყვანილობის კაბელები და ყველა საკაბელო ქურო უნდა აღიჭურვონ აღნიშვნებიანი საჭდეებით;

ხაზის თავსა და ბოლში დაკიდებულ საკაბელო საჭდეებზე უნდა მიეთითოს ხაზის მარკა, ძაბვა, კვეთი, ნომერი, ან დასახელება, ხოლო შემაერთებელი ქუროების საჭდეებზე – ქუროს ნომერი და დამონტაჟების თარიღი.

საჭდეებს უნდა ჰქონდეთ გარემოს ზემოქმედებისადმი მედეგობა.

ღია გაყვანილობის კაბელებზე საჭდეები უნდა განთავსდეს ხაზის გასწვრივ ყოველ 50 მეტრში, აგრეთვე ტრასის მობრუნების კუთხეებში და კაბელის ცეცხლგამძლე ტიხრებსა და გადახურვებში გაყვანის ადგილებში (ორივე მხრიდან).

11. უწვადი ანტიკოროზიული ლაქებით და საღებავებით პერიოდულად უნდა დაიფაროს საკაბელო ნაგებობებში გაყვანილი კაბელის მოუთუთიებელი ლითონის ჯავშნები და მოულითონებელი საფარების მქონე ის კონსტრუქციები, რომლებზეც კაბელები იწყობა, აგრეთვე ჩვეულებრივი ლითონისგან დამზადებული საკაბელო მილები (ხოკერები).

12. მუდმივი მორიგე პერსონალით მომუშავე ელექტროსადგურებიდან და ქვესადგურებიდან გამავალი საპასუხისმგებლო საკაბელო ხაზების დატვირთვების კონტროლი უნდა მიმდინარეობდეს სტაციონარული ხელსაწყოებით, ხოლო ჩვენებები იწერებოდეს დღე-ღამურ უწყისში.

მუდმივი მორიგე პერსონალის გარეშე მომუშავე ქვესადგურებში დატვირთვების კონტროლი ტარდება არანაკლებ წელიწადში ერთხელ, ზაფხულის ან შემოდგომა-ზამთრის მაქსიმუმის პერიოდის დროს დღე-ღამის იმ საათებში, როდესაც საკაბელო ხაზი მუშაობს მაქსიმალური დატვირთვით.

დატვირთვის მაქსიმუმის პერიოდში წარმოებული გაზომვების გარდა, გაზომვები უნდა ჩატარდეს სქემის შეცვლის, ან დამატებითი ელექტრომიმღებების მიერთების და საკაბელო ხაზების მუშაობის რეჟიმის შეცვლის ნებისმიერ შემთხვევაში. ამ გაზომვების ვადები დგინდება ენერგოობიექტის ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ.

აუცილებლობის შემთხვევაში აღნიშნული გაზომვების მონაცემების საფუძველზე უნდა დაზუსტდეს საკაბელო ქსელის მუშაობის რეჟიმი და სქემა.

ამ პუნქტის დებულებები ვრცელდება ელექტროსადგურების და ქვესადგურების გამანაწილებელი მოწყობილობების სალტეებიდან გამავალ მომხმარებელთა საკაბელო ხაზებზეც.

13. საკაბელო ხაზების ერთჯერადი დათვალიერება უნდა განხორციელდეს შემდეგ ვადებში:

დასახელება

კაბელის ძაბვა, კვ

თვე

35 კვ-მდე

110-500 კვ

მიწაში გაყვანილი კაბელების ტრასები

3

1

ქალაქის ტერიტორიაზე სრულყოფილი საფარის ქვეშ გაყვანილი

კაბელების ტრასები

12

-

კოლექტორებში, გვირაბებში, შახტებში და სარკინიგზო

ხიდებზე გაყვანილი კაბელების ტრასები

6

3

ზეთის წნევის სიგნალიზაციის მქონე მკვებავი პუნქტები (სიგნალიზაციის

არმქონე პუნქტებში – ადგილობრივი ინსტრუქციების მიხედვით)

-

1

საკაბელო ჭები

24

3

ელექტრომოწყობილობების დათვალიერების დროს ასევე უნდა განხორციელდეს 1000 ვოლტზე დაბალი ძაბვის საკაბელო ქუროების დათვლიერება.

წყალქვეშა კაბელების დათვალიერება უნდა ხორციელდებოდეს საექსპლუატაციო ორგანიზაციის ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ დადგენილ ვადებში.

პერიოდულად უნდა მოეწყოს ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის მიერ საკაბელო ხაზების შერჩევითი საკონტროლო დათვალიერებები.

რიგგარეშე დათვალიერებები ხორციელდება წყალდიდობის პერიოდში და კოკისპირული წვიმების შემდეგ, აგრეთვე სარელეო დაცვის მოქმედებით საკაბელო ხაზის გამორთვის შემდეგ.

საკაბელო ხაზების დათვალიერებების შედეგად გამოვლენილი დარღვევები შეტანილი უნდა იყოს დეფექტების და უწესივრობების ჟურნალში. დარღვევები უნდა აღმოიფხვრას ენერგოობიექტის ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ დადგენილ ვადებში.

14. მუდმივი ოპერატიული მომსახურების მქონე ელექტროსადგურების და ქვესადგურების გვირაბები, შახტები, საკაბელო სართულები და არხები უნდა დათვალიერდეს არანაკლებ თვეში ერთხელ, ხოლო მუდმივი ოპერატიული მომსახურების გარეშე მომუშავე ელექტროსადგურები და ქვესადგურები – ენერგოობიექტის ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ დადგენილ ვადებში.

15. საკაბელო ნაგებობებში დადგმული სახანძრო სიგნალიზაციის და ავტომატური ხანძარსაქრობი მოწყობილობების ტექნიკური ზედამხედველობა და ექსპლუატაცია უნდა ხორციელდებოდეს დადგენილი წესის მიხედვით.

16. არ დაიშვება საკაბელო ნაგებობებში ნებისმიერი სახის დროებითი და დამხმარე სათავსოს (სახელოსნოს, საიარაღოს, საწყობის და ა.შ.) მოწყობა, აგრეთვე ნებისმიერი მასალის და მოწყობილობების შენახვა.

17. ელექტროფიცირებული სალიანდაგო ტრანსპორტის მქონე რაიონებში ან აგრესიულ გრუნტებში გამავალი საკაბელო ხაზი ექსპლუატაციაში მიიღება მხოლოდ მის მიმართ ანტიკოროზიული დაცვის ღონისძიების განხორციელების შემდეგ. ასეთ რაიონებში საკაბელო ხაზებზე უნდა იზომებოდეს მოხეტიალე დენები, იქმნებოდეს და მუდმივად კორექტირდებოდეს საკაბელო ქსელის ან მისი ცალკეული უბნების პოტენციალური დიაგრამები და ნიადაგის კოროზიული ზონების რუკები. პოტენციალური დიაგრამების შედგენა არ არის საჭირო იმ ქალაქებში, რომლებშიც ორგანიზებულია ყველა მიწისქვეშა კომუნიკაციის ერთობლივი ანტიკოროზიული დაცვა.

კაბელების პოტენციალები უნდა გაიზომოს მოხეტიალე დენების ზონებში, ძალოვანი კაბელების მილსადენებთან და კათოდური დაცვის მქონე ელექტრონული კომუნიკაციების ქსელების საკაბელო ხაზებთან მიახლოების ადგილებში, აგრეთვე კოროზიისგან დაცვის დანადგარებით აღჭურვილი კაბელების უბნებზე. შლანგური დაცვის საფარიანი კაბელების ანტიკოროზიული საფარის მდგომარეობა უნდა კონტროლდებოდეს ძალოვანი საკაბელო ხაზების ექსპლუატაციის წესების და ელექტრომოწყობილობების გამოცდის მოცულობების და ნორმების შესაბამისად.

18. ენერგოობიექტებმა უნდა აკონტროლონ ქალაქის მეტროპოლიტენის და ელექტრო-ფიცირებული რკინიგზის სამმართველოების და სამსახურების მიერ ნიდაგში მოხეტიალე დენების შემცირების სახელმწიფო სტანდარტის შესაბამისი ღონისძიებების შესრულების მიმდინარეობა.

საკაბელო ხაზებზე ლითონის გარსაცმის ელექტროკოროზიით, ნიადაგისმიერი ან ქიმიური კოროზიით დაშლის საშიშროების აღმოჩენის შემთხვევაში მიღებული უნდა იყოს მისი თავიდან ასაცილებელი ღონისძიებები. ქუროებზე ალუმინის გარსაცმების მიერთების უბნებზე კოროზიის თავიდან აცილების მიზნით უზრუნველყოფილი უნდა იყოს ნორმატიული დოკუმენტაციის შესაბამისი დაცვა.

უნდა დაწესდეს დაცვის მოწყობილობების რეგულარული კონტროლი.

19. საკაბელო ტრასების გათხრების ან მათ სიახლოვეს მიწის სამუშაოების წარმოება უნდა მოხდეს საექსპლუატაციო ორგანიზაციის ნებართვით.

გათხრების დაწყებამდე საექსპლუატაციო ორგანიზაციის პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მოხდეს საკაბელო ტრასის საკონტროლო გახსნა.

20. საკაბელო ხაზების სპეციალური მიწის სათხრელი მანქანებით თხრა, ან სამსხვრევი ჩაქუჩების, ძალაყინების და წერაქვების გამოყენებით კაბელის ზემოდან მდებარე გრუნტის გაფხვიერება ხორციელდება არა უმეტეს დამცავი საფარის, ან სასიგნალო ლენტის განთავსების სიღრმემდე ან კაბელამდე გრუნტის არანაკლებ 25 სმ-იანი სისქის ფენის დარჩენამდე, რომელიც კაბელს უნდა მოსცილდეს ხელის ნიჩბების გამოყენებით.

გათხრებთან, კაბელების ჩაწყობასთან და რემონტთან კავშირის არ მქონე სამუშაოების წარმოების დროს დაუშვებელია მიწის სათხრელი ტექნიკის საკაბელო ტრასამდე 1 მეტრ, ხოლო სარტყამი და ვიბროჩასაყურსი მექანიზმების 5 მეტრზე უფრო ნაკლებ მანძილებზე გამოყენება.

ასაფეთქებელი სამუშაოების წარმოების დროს უნდა გაიცეს დამატებითი ტექნიკური პირობები.

21. ელექტრული ქსელის საექსპლუატაციო ორგანიზაციებმა, იმ რაიონის ორგანიზაციებსა და მოსახლეობას, სადაც საკაბელო ტრასები გადიან, პერიოდულად უნდა აუწყონ ამ ტრასების ახლოს მიწის სამუშაოების წარმოების წესი.

22. ელექტრომოწყობილობების გამოცდის მოცულობებისა და ნორმების შესაბამისად, საკაბელო ხაზები პერიოდულად ექვემდებარებიან მუდმივი დენის ამაღლებულ ძაბვაზე პროფილაქტიკურ გამოცდებს.

ტრასის გახსნასთან დაკავშირებული შესაკეთებელი სამუშაოების ან გათხრების შემდეგ საკაბელო ხაზების რიგგარეშე გამოცდების აუცილებლობას განსაზღვრავენ ენერგოობიექტის და ელექტრული ქსელის საექსპლუატაციო ორგანიზაციის ხელმძღვანელები.

23. 20-35 კვ ძაბვის, გაჟღენთილი ქაღალდის იზოლაციის მქონე კაბელების ვერტიკალურ უბნებზე ელექტრული გარღვევების თავიდან აცილებისთვის აუცილებელია, რომ ამ უბნებზე, ენერგოობიექტის ტექნიკური ხელმძღვანელობის მიერ დამტკიცებული გრაფიკის მიხედვით, ჩატარდეს იზოლაციის გამოშრობის ხარისხის პერიოდული კონტროლი. კონტროლის შედეგების საფუძველზე ისინი უნდა შეიცვალოს ან გაუკეთდეს შემაჩერებელი ქუროები.

ვერტიკალური უბნების იზოლაციის მდგომარეობაზე დამატებითი დაკვირვებები და კაბელების პერიოდული შეცვლა არ მოითხოვება 20-35 კვ ძაბვის, უღვენთავი გასაჟღენთი მასის და პლასტმასის იზოლაციის მქონე ან აირსავსე კაბელებიან საკაბელო ხაზებზე.

24. შლანგური საფარის მქონე უჯავშნო კაბელების გაყვანაზე და ექსპლუატაციაზე ზედამხედველობის დროს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა შლანგის მდგომარეობას. გამჭოლი გარღვევების, ანაგლეჯების და ნახეთქების მქონე შლანგები უნდა შეკეთდეს ან შეიცვალოს.

25. ორგანიზაციებს, რომლებიც ექსპლუატაციას უწევენ საკაბელო ხაზებს უნდა ჰქონდეს დაზიანების ადგილების აღმოსაჩენი აპარატები, მზომი ხელსაწყოები და გადასატანი მზომი და გამოსაცდელი დანადგარებით აღჭურვილი ლაბორატორიები.

26. დაზიანების მიზეზის დადგენის და შემდეგი დაზიანებების თავიდან ასცილებელი ღონისძიებების შემუშავების მიზნებიდან გამომდინარე, დაზიანებული კაბელების ნიმუშები და დაზიანებული საკაბელო ქუროები უნდა იყოს ლაბორატორიულად გამოკვლეულ