1. საკაბელო გვირაბებში, არხებში და შახტებში, ჰაერის ტემპერატურა ზაფხულის პერიოდში არ უნდა აღემატებოდეს გარე ჰაერის ტემპერატურის 10 გრადუსზე მეტს.
2. ავარიის ლიკვიდაციის პერიოდში დასაშვებია გაჟღენთილი ქაღალდის იზოლაციანი კაბელების ძაბვით 10 კვ-მდე, გადატვირთვა დენით 30% ოდენობით, 5 დღე-ღამის განმავლობაში, ხანგრძლივობით არაუმეტეს 6 საათისა დღე-ღამეში, მაგრამ არა უმეტეს 100 საათისა წელიწადში, თუ დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში დატვირთვა არ აღემატება ხანგრძლივად დასაშვებ სიდიდეს. კაბელებისათვის, რომლებიც იმყოფებიან ექსპლუატაციაში 15 წელზე მეტი, გადატვირთვები შემცირებულ უნდა იქნეს 10%-მდე. 20-35კვ-იანი, გაჟღენთილ ქაღალდიანი, იზოლაციანი კაბელების გადატვირთვა დაუშვებელია.
3. ავარიის ლიკვიდაციის პერიოდში დასაშვებია გადატვირთვა დროებით: 10 კვ-მდე კაბელების, პოლიეთილენის და პოლივილინ ქლორიდის პლასტიკატიანი იზოლაციებით 15% და კაბელების რეზინის და ვულკანიზირებული პოლიეთილენის იზოლაციით 18%, ხანგრძლივობით არა უმეტეს 6 საათისა დღე-ღამეში, 5 დღე-ღამის განმავლობაში, მაგრამ არა უმეტეს 100 საათისა წელიწადში, თუ დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში დატვირთვა არ აღემატება ხანგრძლივად დასაშვებს. კაბელებისათვის, რომლებიც იმყოფება ექსპლუატაციაში 15 წელზე მეტი, დატვირთვები უნდა შემცირებულ იქნეს 10 %-მდე) .
4. 35 კვტ საკაბელო ხაზების დათვალიერებები უნდა ჩატარდეს შემდეგ ვადებში:
ა) მიწაში გატარებულ კაბელის ტრასებზე – არანაკლებ სამ თვეში ერთხელ;
ბ) ესტაკადებზე გატარებულ კაბელის ტრასებზე, ტუნელებში, ბლოკებში, არხებში, გალერეებში და შენობების კედლებზე – არანაკლებ 6 თვეში ერთხელ;
გ) საკაბელო ჭების – არანაკლებ 2 წელიწადში ერთხელ;
დ) წყალქვეშა კაბელების – ადგილობრივი ინსტრუქციებით განსაზღვრულ ვადებში;
ე) ღიად გაყვანილი საკაბელო ხაზებისა და 1000 ვატზე ზევით ძაბვის საკაბელო ქუროების – ელექტრომოწყობილობების ყოველი დათვალიერების დროს.
5. შერჩევითი დათვალიერება უნდა ჩატარდეს პერიოდულად, მაგრამ არანაკლებ 6 თვეში ერთხელ.
6. საკაბელო ნაგებობებში განთავსებული სახანძრო სიგნალიზაციისა და ხანძრის ჩამქრობი მოწყობილობების ქმედითუნარიანობის შემოწმების ვადები დგინდება ადგილობრივი ინსტრუქციები