1. გამანაწილებელი მოწყობილობის დათვალიერება უნდა ჩატარდეს გამორთვის გარეშე:

ა) ობიექტებზე პერსონალის მუდმივი მორიგეობით – არანაკლებ ერთხელ დღეღამეში;

ბ) ობიექტებზე პერსონალის მუდმივი მორიგეობის გარეშე – არანაკლებ ერთხელ თვეში;

გ) სატრანსფორმატორო და გამანაწილებელ პუნქტებში – არანაკლებ ერთხელ 6 თვეში. არახელსაყრელი ამინდის ან ძლიერი დაბინძურებისას, ღია გამანაწილებელ მოწყობილობებზე უნდა განხორციელდეს დამატებითი დათვალიერებები და გამოვლენილი გაუმართაობები აღმოიფხვრას უმოკლეს ვადაში.

2. გამანაწილებელი მოწყობილობის დათვალიერების დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს:

ა) სათავსოს მდგომარეობას, სახურავის, კარების და ფანჯრების, საკეტების ვარგისიანობას;

ბ) გათბობის და ვენტილაციის განათების და დამიწების ქსელის გამართულობას;

გ) ხანძარსაქრობი საშუალებების არსებობას;

დ) გამოცდილი დაცვის საშუალებების არსებობას;

ე) სამედიცინო აფთიაქის დაკომპლექტებას;

ვ) ზეთის დონეს და ტემპერატურას, აპარატებში გადინების არარსებობას;

ზ) კონტაქტების, დაბალი ძაბვის ფარის დენმკვეთების მდგომარეობას;

თ) მრიცხველებთან პლომბების მთლიანობას;

ი) იზოლაციის მდგომარეობას (ბზარების არსებობა, დამტვერიანება და სხვ.);

კ) სიგნალიზაციის სისტემის მუშაობას;

ლ) ჰაერის წნევას საჰაერო გამომრთველების ავზებში;

მ) შეკუმშული ჰაერის წნევას გამომრთველების პნევმატური ამძრავების რეზერვუარებში;

ნ) ჰაერის გაჟონვის არარსებობას;

ო) გამომრთველების მდგომარეობის მაჩვენებლების გამართულობასა და სისწორეს;

პ) საჰაერო გამომრთველების პოლუსების ვენტილაციის არსებობას;

ჟ) ელექტროგამთბობი მოწყობილობების გამართულობას;

რ) მართვის კარადის ჩაკეტვის სიმჭიდროვეს;

ს) საკომუტაციო აპარატებთან ხელმისაწვდომობას.

3. გამანაწილებელი მოწყობილობის აღდგენითი რემონტი უნდა ჩატარდეს შემდეგ ვადებში:

ა) ზეთოვანი გამთიშველების – 6-8 წელიწადში ერთხელ;

ბ) დატვირთვის გამომრთველების, გამთიშველების და დამამიწებელი დანების- 4-8 წელიწადში ერთხელ (კონსტრუქციული თავისებურებებიდან გამომდინარე);

გ) საჰაერო გამომრთველების – 4-6 წელიწადში ერთხელ;

დ) მოკლედ ჩამრთველების ღია დანებით და მათი ამძრავების – 2-3 წელიწადში ერთხელ;

ე) კომპრესორების – 2-3 წელიწადში ერთხელ;

ვ) კომპლექსური გამანაწილებელი მოწყობილობის ელექტროაიროვანი იზოლაციით – 10-12 წელიწადში ერთხელ;

ზ) ელექტროაიროვანი და ვაკუუმური გამომრთველების – 10 წელიწადში ერთხელ;

თ) დენგამტარების – 8 წელიწადში ერთხელ;

ი) კომპრესორების და ყველა აპარატების – რესურსის ამოწურვის შემდეგ (ექსპლუატაციის ვადის მიუხედავად);

კ) დაყენებული მოწყობილობის პირველი აღდგენით-სარეაბილიტაციო რემონტი – დამამზადებელი ქარხნის ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებულ ვადაში;

ლ) შიდა დაყენების გამთიშველების რემონტი – აუცილებლობიდან გამომდინარე.

4. რიგგარეშე რემონტები ტარდება მოწყობილობების მწყობრიდან გამოსვლის, ასევე, საკომუტაციო და მექანიკური რესურსების ამოწურვის შემდე