1. დამამიწებელი მოწყობილობების ტექნიკური მდგომარეობის დასადგენად უნდა გატარდეს მისი ხილული და ფარული ნაწილების (გრუნტის შერჩევითი გახსნით) ვიზუალური დათვალიერებები და დამამიწებელი მოწყობილობების პარამეტრების გაზომვა.
2. დამამიწებელი მოწყობილობების ხილული ნაწილის ვიზუალური დათვალიერება უნდა ტარდებოდეს დადგენილი გრაფიკით, არანაკლებ 6 თვეში ერთხელ. დათვალიერების დროს უნდა მოხდეს დამამიწებელ გამტარსა და მოწყობილობებს შორის საკონტაქტო შეერთებების მდგომარეობის შეფასება, ანტიკოროზიული საფარის არსებობისა და წყვეტების უქონლობის შემოწმება.
3.დათვალიერებები გრუნტის შერჩევითი გახსნით, კოროზიისაკენ განსაკუთრებით მიდრეკილებიან ადგილებში და ძალოვანი ტრანსფორმატორების ნეიტრალების დამიწების, განმუხტველების, გადამეტებული ძაბვის შემზღუდველების მიერთების ადგილების სიახლოვეს, უნდა ჩატარდეს გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოები გრაფიკის შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ 12 წელიწადში ერთხელ. მაღალი აგრესიულობის მატარებელ გრუნტიან ადგილებში შეიძლება დადგენილ იქნეს უფრო ხშირი პერიოდული დათვალიერება გრუნტის შერჩევითი გახსნი