1. საჰაერო ხაზებზე უნდა მოეწყოს პერიოდული და რიგგარეშე დათვალიერებები. პერიოდული დათვალიერებები ხდება დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად. თითოეული საჰაერო ხაზის მთელ სიგრძეზე დათვალიერება უნდა ჩატარდეს წელიწადში ერთხელ მაინც. ამასთან, უნდა ჩატარდეს საჰაერო ხაზის ცალკეული მონაკვეთების შერჩევითი და რემონტს დაქვემდებარებული ყველა უბნის დათვალიერება.
2. საჰაერო ხაზებზე ძაბვით 35 კვ. და მეტი, რომლებიც ექსპლუატაციაში იმყოფება 20 წელი და მეტი, ან მონაკვეთებზე და საჰაერო ხაზებზე, რომლებიც არის ინტენსიური გაჭუჭყიანების ზონებში, მაღლივი დათვალიერების სადენებისა და ტროსების შემოწმებით მომჭერებში და დისტანციურ გამბრჯენებში, დათვალიერება უნდა ჩატარდეს არანაკლებ ერთხელ 5 წელიწადში, დანარჩენ საჰაერო ხაზებზე, უბნებზე ძაბვით 35 კვ. და მეტი – არანაკლებ 10 წელიწადში ერთხელ.
3. საჰაერო ხაზებზე, ძაბვით 0.38-20 კვ, მაღლივი დათვალიერებები უნდა განხორციელდეს აუცილებლობის შემთხვევაში.
4. საჰაერო ხაზებზე ან მის უბნებზე რიგგარეშე დათვალიერებები უნდა ჩატარდეს სადენებზე და ტროსებზე ლიპყინულების წარმოშობის, სადენთა როკვის, საჰაერო ხაზების ტრასების ზონაში მდინარეების ნაპირებიდან გადმოსვლის, ხანძრის, ძლიერი ქარიშხლებისა და სხვა სტიქიური უბედურებების დროს, აგრეთვე სარელეო დაცვის მიერ საჰაერო ხაზის გამორთვისა და ავტომატურად განმეორებით უშედეგოდ ჩართვის შემთხვევაში.
5. საჰაერო ხაზების რკინა-ბეტონის მეტალის საყრდენებზე, კაპიტალური რემონტი უნდა ჩატარდეს არანაკლებ 10 წელიწადში ერთხელ, ხოლო საყრდენებზე ხის დეტალებით არანაკლებ 5 წელიწადში ერთხელ.
6. ტექნიკური მომსახურებისა და რემონტების დროს ჩასატარებელი სამუშაოების ჩამონათვალი დგინდება საჰაერო ხაზების ექსპლუატაციის ტიპური ინსტრუქციები