1. ელექტროდანადგარების ექსპლუატაციის დროს მაქსიმალურად უნდა შემცირდეს დაბინძურებული ნივთიერებების ატმოსფეროში გატყორცნა, ხმის წნევის ვიბრაციის, ელექტრული და მაგნიტური ველების ზემოქმედებები.

2. დაბინძურებული ნივთიერებების გამონატყორცნის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ატმოსფეროში და წყლის ობიექტებში ზღვრულად დასაშვებ დადგენილ ნორმებს, ელექტრული და მაგნიტური ველების დაძაბულობა – ამ ფაქტორების დასაშვებ დონეებს, ხმოვანი ზემოქმედება-მოწყობილობების ხმოვანი სიმძლავრეების ნორმებს.

3. ელექტრომოწყობილობებს (ტრანსფორმატორები, ზეთიანი რეაქტორები, ამომრთველები და სხვა) უნდა ჰქონდეთ დამუშავებული ზეთის გარემოსათვის აცილების ღონისძიებები ავარიული შემთხვევების დროს. უნდა დამონტაჟდეს ზეთის მიმღებები, სარინარები და შემკრებები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ ზეთის მიღება ნებისმიერ დროს.

4. უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ელექტროდანადგარების ექსპლუატაციის დროს წარმოშობილი ტოქსიკური ნარჩენების დროული უტილიზაცია, გაუვნებელყოფა და დამარხვ