1. გამდინარე წყლების მექანიკური გამწმენდი ნაგებობის გისოსების დანიშნულებაა ჩამდინარე წყლებში არსებული მსხვილი საგნების და ნაგვის დაკავების უზრუნველყოფა. გისოსების ექსპლუატაციის დროს აუცილებელია:

ა) წყლის მაქსიმალური მოდინების დროს, გისოსების ღეროებს შორის წყლის დინების სიჩქარე იყოს მექანიზებული გისოსებისათვის – 0.8-1.0 მ/წმ-ის ფარგლებში, გისოს-სამსხვრევისათვის – 1.2 მ/წმ-ის ფარგლებში;

ბ) არ მოხდეს გისოსების ღეროების ღრიჭოებთან წყლის შეტბორვა, რომელიც წარმოიშობა გისოსის ნატანით და ქვით გამოგლესის შედეგად, და, ასევე, არ მოხდეს სამსხვრეველაში მყარი საგნები, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს მისი დაზიანება.

2. სალექარების დანიშნულებაა ჩამდინარე წყლიდან 0.5 მმ-ზე მეტი დიამეტრის ფრაქციის ქვიშის და სხვა მინერალების დაკავება. სალექარების ექსპლუატაციის დროს აუცილებელია:

ა) ცალკეულ სალექარებზე მოსული დატვირთის დარეგულირება;

ბ) ქვის დამჭერის პერიოდულად გაწმენდა და გარეცხვა-მოცილებ