1. წყალსაცავის სამომსახურეო შახტა, კონსტრუქციულად, წარმოადგენს რკინა-ბეტონის ნაგებობას. შახტა ეწყობა მიწისქვეშა ნაგებობაში ჩასასვლელად და მასში განთავსებულია ხვეული კიბე, სატვირთო ლიფტი და სავენტილაციო სისტემა.
2. სამომსახურეო ლიფტის ექსპლუატაცია და ტექნიკური მომსახურეობა ტარდება ,,ლიფტის უსაფრთხოების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 20 ივლისის №289 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის, საქართველოს სტანდარტების: „ლიფტების მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის წესების“ (რეგისტრაციის №268-13-5060) და „ტვირთასაწევი ამწეების მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის წესების“ (რეგისტრაციის №268-13-5064) შესაბამისად.
სამელიორაციო დანიშნულების სატუმბი სადგურის ტექნიკური ექსპლუატაციის წესე