1. წყალსაცავიდან წყლის გაშვებამდე აუცილებელია:

ა) განისაზღვროს წყალმოთხოვნილება და წყლის გაშვების რეჟიმი;

ბ) შემოწმდეს ელექტრომექანიკური მოწყობილობების მდგომარეობა;

გ) შემოწმდეს სიგნალიზაციის სისტემის გამართულობა;

დ) ანალიზი ჩაუტარდეს კაშხლის და ჰიდროტექნიკური კვანძების დათვალიერების და განსაკუთრებით კაშხლის გეოდეზიურ მახასიათებლებს.

2. წყალსაცავიდან ქვედა ბიეფში გაშვებული წყლის ხარჯები არ უნდა იყოს მდინარისათვის დადგენილ სანიტარიულ ხარჯზე ნაკლები.

3. წყალსაცავის სრულ (მკვდარ) მოცულობამდე ან ნაწილობრივი დაცლის რეჟიმი უნდა ითვალისწინებდეს მოსალოდნელი წყლის ჩამონადენის წყალსაცავში აკუმულირების შესაძლებლობას.

4. წყალსაცავის დაცლის დაწყებამდე აუცილებელია სიღრმული წყალმიმღებების (როგორც საირიგაციო, ასევე ენერგეტიკული) სრულ, მუშა მდგომარეობაში მოყვან