1. დამშრობი სისტემის მაგისტრალური და წყალშემკრები არხები და კოლექტორები გაწმენდილი უნდა იყოს მცენარეებისაგან და დანალექი ნატანისაგან.

2. არხის და კოლექტორის მცენარეებისაგან გაწმენდა შეიძლება განხორციელდეს მექანიკური წესით (მცენარეების ზედაპირულად მოთიბვა) ან\და ქიმიური წესით (სპეცილური პრეპარატების გამოყენებით).

3. არხებში ამოსული მცენარეების გამოთიბვა უნდა ჩატარდეს წვიმებით გამოწვეულ წყალმოვარდნამდე ან მცენარეების ყვავილობის დაწყებამდე.

4. ქიმიური პრეპარატების გამოყენებით არხების მცენარეებისაგან გაწმენდა უნდა მოხდეს ყვავილობის პერიოდში ქიმიური პრეპარატების შესხურებით, უქარო ამინდში – 180-200C ტემპერატურის პირობებში.

5. დამშრობი სისტემის არხების დანალექი ნატანისაგან წმენდამ არ უნდა გამოიწვიოს არხის განივი კვეთის ფორმის დარღვევა და დეფორმაციები.

6. არხის გაწმენდა დანალექი ნატანისაგან უნდა დაიწყოს შესართავის კვეთიდან, ქანობის საწინააღმდეგო მიმართულებით, ხოლო ამოღებული გრუნტი – უნდა მოსწორდეს არხის მიმდებარე ზოლში.

7. არხის დანალექი გრუნტისაგან (ნატანისაგან) წმენდის სამუშაოების დაწყებამდე უნდა მოხდეს:

ა) არხის ფაქტობრივი განივი კვეთის ზომების შედარება საწყის მონაცემებთან. იმ შემთხვევაში, როცა საჭიროა არხის გამტარიანობის გაზრდა, მიმართავენ არხის საანგარიშო პროფილის ნაწილობრივ შეცვლას, არხისათვის მდგრადი განივი კვეთის მიცემით, შედარებით არამდგრადი ერთი ფერდის ჩამოჭრით;

ბ) არხის დეფორმაციების წარმოშობის მიზეზების დადგენა, კერძოდ, არხების ფერდებისა და ბერმების დაჯდომა, ჩამოცურება, ფერდების ქვედა ნაწილის გამორეცხვა, ამობურცვა და ჩამონგრევა და არხის ფსკერზე ცალკეული გამორეცხილი ადგილების, ღრმულების და ვარდნილების წარმოქმნა, გაჯირჯვება, მილექვა, მცენარეულობით დაფარვა;

გ) არხების შესართავი კვეთების და სხვადასხვა სახის ნაგებობების, ხიდებისა და მილხიდების დაზიანებები.

8. არხების დანალექი ნატანისაგან გაწმენდის სამუშაოების მოცულობა განისაზღვრება არხების ნიველირების ან/და ხაზობრივი აზომვების საფუძველზე.

9. საექსპლუატაციო ღონისძიებების (სამუშაოების) განხორციელებისას, განსაკუთრებული ყურაღება უნდა მიექცეს არხის გრძივი პროფილის მდგრადობის შენარჩუნებას. არხის დეფორმაციას ძირითადად განაპირობებს არხის ფსკერის გრძივი პროფილის გარეცხვა, როდესაც არხში წყლის დინების სიჩქარე აღემატება დასაშვებ, არაგამრეცხ სიჩქარეს.

10. არხში წყლის დინების დასაშვები, არაგამრეცხი სიჩქარის მნიშვნელობა დამოკიდებულია:

ა) არხის კალაპოტის გრუნტების გარეცხვისადმი წინააღმდეგობის თვისებებზე – გრუნტების შეჭიდულობა წყალგაჯერებულ მდგომარეობაში, წყლის ნაკადის მიერ წატაცებული ცალკეული ნაწილაკების ზომები, კუთრი წონა, მინერალოგიური შემადგენლობა;

ბ) არხში გამდინარე წყლის ნაკადის ჰიდრავლიკურ პარამეტრებზე–ნაკადის სიჩქარე, სიღრმე, სიჩქარეთა პულსაციის ხასიათი;

გ) არხში გამდინარე წყალში ნატანის შემცველობაზე;

დ) არხში წყლის ნაკადის გადინების პერიოდულობაზე.

11. დამშრობი სისტემების წყალშემკრები და წყალგამყვანი არხების გარეცხვის შედეგად, დეფორმირების თავიდან ასაცილებლად, გარდა არხების ზომების სწორად შერჩევისა, საჭიროა წყლის ნაკადის ფსკერული სიჩქარის შემცირება, კერძოდ:

ა) ფსკერული ზღუდარების მოწყობით;

ბ) არხის გრძივი და განივი პროფილებისათვის მდგრადი ფორმის მიცემითა და შენარჩუნებით;

დ) არხის კალაპოტის ხელოვნურად გამაგრებით იმ უბნებზე, სადაც არხი გადის ნაკლებად მდგრად გრუნტებში და იმ ადგილებში, სადაც ხდება ფსკერის სხვადასხვა ნიშნულების მქონე არხების ერთმანეთთან შეუღლება.

12. დამშრობი სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისა და ტექნიკური ექსპლუატაციის განსახორციელებლად აუცილებელია კეთილმოწყობილი საგზაო ქსელის არსებობა.

13. დამშრობი სისტემის და მასზე არსებულ ჰიდროტექნიკური ნაგებობების და მოწყობილობების 20%-დან 50%-მდე ცვეთის აღსადგენად ტარდება პერიოდულ-აღდგენითი რემონტი იმ შემთხვევაში, როცა არხები ძლიერ დეფორმირებულია და საჭიროებენ საანგარიშო გაბარიტების აღდგენასა და განივი და გრძივი პროფილებისათვის მდგრადი ფორმების მიცემას, რაბ-რეგულატორების, მილხიდების, ხიდების და სხვა ჰიდროტექნიკური თუ საგზაო ნაგებობების მთლიან ან ნაწილობრივ აღდგენას.

14. დამშრობი სისტემის ცალკეული ელემენტების 50%-მდე ცვეთის აღსადგენად ტარდება აღდგენით-სარეაბილიტაციო რემონტი.

15. დამშრობი სისტემების პერიოდულ-აღდგენითი და აღდგენა-სარეაბილიტაციო რემონტი ტარდება ინვენტარიზაციის და დეფექტური უწყისების საფუძველზე შედგენილი საპროექტო დოკუმენტაციი