1. ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავის ტექნიკური ექსპლუატაციის თავისებურებები, სპეციფიკური მოთხოვნები, ჩასატარებელი ღონიძიებების სახეები, მოცულობა და ჩატარების პერიოდულობა დამოკიდებულია შემდეგ ძირითად ფაქტორებზე:
ა) წყალსაცავის დანიშნულება, კატეგორია, განთავსება (ადგილმდებარეობა), მოცულობა, წყლის დაგროვების რეჟიმული პირობები;
ბ) კაშხლის კონსტრუქცია და ზომები, წყალსატარების და წყასლაგდებების ტიპები და წყალსაცავის ტექნიკური აღჭურვილობა.
2. განთავსების (ადგილმდებარეობის) მიხედვით წყალსაცავების ტიპებია:
ა) კალაპოტური ტიპის წყალსაცავი, რომელიც შექმნილია მდინარის (კვების წყარო) კალაპოტის კაშხლით გადაკვეთით და წყალსაცავის შევსება ხდება მდინარის ბუნებრივი ჩამონადენით;
ბ) ჩასასხმელი ტიპის წყალსაცავი, რომელიც შექმნილია ბუნებრივად ჩადაბლებული ადგილის გამოყენებით (მოცულობის გასაზრდელად შეიძლება მოეწყოს ნაგებობები) და წყალსაცავის შევსება ხდება წყლის სხვა წყაროდან წყლის ჩასხმით, მექანიკურად ან თვითდინებით.
3. წყალსაცავის შესაქმნელად მოწყობილი კაშხალი კონსტრუქციულად შეიძლება იყოს: თაღოვანი, ბეტონის გრავიტაციული, მიწის ან ქვანაყარი, ფილტრაციის საწინააღმდეგო თიხის გულით ან ეკრანით და სხვა კონსტრუქციის.
4. წინამდებარე წესით, ტექნიკური ექსპლუატაციის იდენტურობის თვალსაზრისით, მიზანშეწონილად ჩაითვალა ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავების დაყოფა სამ ჯგუფად:
ა) I ჯგუფი – წყალსაცავები 10 მილიონ მ3-ზე მეტი მოცულობით ან 30 მ.-ზე მეტი სიმაღლის კაშხლით; ან 1-10 მილიონ მ3-ზე ნაკლები მოცულობით და 10-30 მ. სიმაღლის კაშხლით, ექსპლუატაციის განსაკუთრებით საშიშ პირობებში, ან იმ შემთხვევაში, როდესაც წყალსაცავის დანგრევამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანთა მსხვერპლი და განსაკუთრებით დამანგრეველი შედეგები;
ბ) II ჯგუფი – წყალსაცავები 1-10 მილიონი მ3 მოცულობით ან 10-30 მ. სიმაღლის კაშხლით, 1 მილიონ მ3-ზე ნაკლები მოცულობითა და 10 მ-ზე ნაკლები სიმაღლის კაშხლით, ექსპლუატაციის განსაკუთრებით საშიშ პირობებში ან იმ შემთხვევაში, როდესაც წყალსაცავის დანგრევამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანთა მსხვერპლი და განსაკუთრებით დამანგრეველი შედეგები;
გ) III ჯგუფი – წყალსაცავები 1 მილიონ მ3-ზე ნაკლები მოცულობით და 10 მ-ზე ნაკლები სიმაღლის კაშხლი