1. წყალსაცავის ძირითად ტექნიკურ პარამეტრებს წარმოადგენს:
ა) წყალსაცავის მკვებავი მდინარეების და ხევების წყალშემკრები აუზის ფართობი (კვ.კმ);
ბ) წყალსაცავის მკვებავი მდინარეების მრავალწლიური ჩამონადენი, მათ შორის, წყალუხვ და წყალმცირე წლებში (მლნ.კბმ). ამავე მდინარეების და ხევების მყარი ნატანის მონაცემები;
გ) კაშხლის ტიპი, სიმაღლე და სიგრძე თხემზე (მ);
დ) წყალსაცავის სიგრძე, მაქსიმალური და მინიმალური სიგანე და სიღრმე (მ), წყალსაცავის სრული და სასარგებლო მოცულობა, წყალსაცავის მოცულობისა და სარკის ზედაპირის ფართობის დამოკიდებულება წყალსაცავის შევსების სიღრმეზე;
ე) წყალმიმღების და წყალსაგდების გამტარიანობა (კბმ.მმ);
ვ) წყალსაცავის ნორმალური შეტბორვის ჰორიზონტის შესაბამისი წყლის დონის ნიშნული (მ), წყლის სარკის ზედაპირის ფართობი (კვ. კმ) მინიმალური და მაქსიმალური შეტბორვისას;
ზ) წყალსაცავის პერიმეტრის სიგრძე (კმ);
თ) წყალსაცავზე დაქვემდებარებული სარწყავი მიწის ფართობი (ათასი ჰექტარი).
2. წყალსაცავის ტექნიკური პარამეტრების დაცვისათვის აუცილებელია:
ა) ნორმალური ექსპლუატაციის შემთხვევაში შეტბორვის გასწორში, წყლის მაქსიმალური (ფორსირებული) და მინიმალური დონეები. ასევე პირობები, რომელთა დროს დაიშვება მაქსიმალური (ფორსირებული) შეტბორვის დონეების გადამეტება;
ბ) წყალსაცავის ქვედა ბიეფში მაქსიმალური დონეები ექსპლუატაციის სხვადასხვა პირობებში, წლიური ჰიდროლოგიური ციკლის სხვადასხვა პერიოდებისა და სხვადასხვა საანგარიშო უზრუნველყოფისათვის;
გ) წყალსაცავში წყლის დონის შიგა დღეღამური მერყეობის და ზედა და ქვედა ბიეფში დონეების ვარდნის ინტენსივობის მაქსიმალურად დასაშვები მნიშვნელობები, წლიური ჰიდროლოგიური ციკლის სხვადასხვა პერიოდებისათვის;
დ) მდინარისათვის დადგენილი სანიტარიული ხარჯები (კალაპოტური ტიპის წყალსაცავების) შემთხვევაში.
3. ირიგაციული წყასაცავებისათვის, რომლებიც იმავდროულად გამოიყენება მდინარის ხეობის ქვედა ნაწილის წყალდიდობებისაგან დასაცავად, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დონეებისა, განისაზღვრება წყალდიდობის (წყალმოვარდნის) წინა აუცილებელი დაცლის დონე, რომელიც დგინდება წყალსაცავში, წყალდიდობის პერიოდში მოსალოდნელი შემოდინების გათვალისწინები