1. დამშრობი სისტემის მოვლა-შენახვა ითვალისწინებს მთელი წლის განმავლობაში და უშუალოდ სავეგეტაციო პერიოდისათვის სისტემის მოსამზადებლად ჩასატარებელ ღონისძიებებს, რომელიც უზრუნველყოფს დამშრობი სისტემის ტექნიკურად გამართული და გრძივი პროფილი მდგრადობის მდგომარეობის შენარჩუნებასა და მის შეუფერხებელ ფუნქციონირებას.
2. მოვლა-შენახვის ღონისძიებებს მიეკუთვნება:
ა) დამშრობი სისტემისა და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის დაცვა;
ბ) დამშრობი სისტემის და მისი ცალკეული კვანძების და მოწყობილობების პერიოდული დათვალიერება და მეთვალყურეობა;
გ) არხების, კოლექტორიების, წყალსაგდებების და სხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობების და მოწყობილობების მიმდინარე მცირე მოცულობის (ზედაპირული) და მიმდინარე საექსპლუატაციო პროფილაქტიკური რემონტი;
დ) წყალდიდობის საწინააღმდეგო ღონოსძიებები.
3. დამშრობი სისტემის სამელიორაციო ინფრასტრუქტურის ქონება დაცული უნდა იყოს დაზიანებისა და დატაცებისგან.
4. დეფექტების და დაზიანებების დროულად გამოვლენის მიზნით, უნდა ჩატარდეს დამშრობი სისტემის, მათი ცალკეული ჰიდროტექნიკური კვანძების, ნაგებობების და მოწყობილობების ტექნიკურ მდგომარეობაზე სისტემატური მეთვალყურეობა და დათვალიერება, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ დამშრობი სისტემის ცალკეული კვანძების არასასურველი პროცესები და ნგრევები.
5. დამშრობი სისტემის, მათი ცალკეული ჰიდროტექნიკური კვანძების, ნაგებობების და მოწყობილობების ტექნიკურ მდგომარეობაზე სისტემატური მეთვალყურეობა და დათვალიერება უნდა ჩატარდეს იმ დეფექტების და დაზიანებების დროულად გამოსავლენად, რომლებიც აფერხებენ მათ ნორმალურ ფუნქციონირებას, ექსპლუატაციას და რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ დამშრობი სისტემის ცალკეული კვანძების არასასურველი პროცესები და ნგრევები. დამშრობი სისტემის შემოვლა და მდგომარეობის დათვალიერება აუცილებელია ყოველი ძლიერი წვიმის შემდეგ და წყალდიდობის დროს.
6. დამშრობი სისტემის შემოვლისა და დათვალიერების პროცესში საჭიროების შემთხვევაში პერიოდულად უნდა ჩატარდეს მცირე მოცულობის (ზედაპირული) რემონტი, რომლის დროსაც ხდება:
ა) არხებში მოხვედრილი ყველა სახის ზედმეტი ნივთების და გაჩენილი მიწის ზვინულების მოცილება;
ბ) არხის ცალკეული მონაკვეთების პერიმეტრზე, ფსკერზე და ფერდებზე ინტენსიურად წამოსული მცენარეებისაგან გაწმენდა;
გ) თვითნებურად მოწყობილი გადასასვლელების დაშლა;
დ) არხებსა და ნაგებობებზე წარმოქმნილი მცირე დაზიანებების აღმოფხვრა;
ე) დიუკერების, ხიდების, მილხიდების და წყალგამტარი ხვრეტების ნატანისა და სხვადასხვა სახის ნაგვისაგან გასუფთავება.
7. მცირე (წვრილმანი) რემონტის განხორციელება არ მოითხოვს სპეციალური დეფექტური აქტის შედგენას და ასევე მოიცავს: მცირე მასშტაბის ავარიულ სამუშაოსა და წყალმოვარდნის მცირე ნაკადის გასატარებლად მცირე მოცულობის მოსამზადებელ სამუშაოებს.
8. წყალმოვარდნის ხარჯების (წყლის ნაკადის) გასატარებლად დამშრობი სისტემის მოსამზადებელი ღონისძიებები ძირითადად სრულდება მიმდინარე საექსპლუატაციო პროფილაქტიკური რემონტით გათვალისწინებული სამუშაოების ფარგლებში.
9. წყალმოვარდნის პერიოდის დადგომამდე საჭიროა:
ა) ჩატარდეს დამბების, ნაგებობათა ქვედა ბიეფების, წყალვარდნილების, სწრაფდენების, რაბ-რეგულატორების (ფარების) და არხების ნაგებობებთან შეუღლების ადგილების დეტალური დათვალიერება;
ბ) მოხდეს არხების და მასზე მოწყობილი ჰიდროტექნიკური ნაგებობების ჩახერგილი ადგილების გაწმენდა-გასუფთავება;
გ) რემონტი ჩაუტარდეს იმ ნაგებობებს, უბნებსა და კვანძებს, რომლებიც განსაკუთრებულად საშიშია წყალმოვარდნის დიდი ხარჯების გასატარებლად;
დ) მომარაგებული იყოს ავარიების ლიკვიდაციისათვის საჭირო მასალები;
ე) მობილიზაცია გაუკეთდეს სატრანსპორტო საშუალებებს და მექანიზმებს;
ვ) გამართულად ფუნქციონირებდეს შეტყობინების სისტემა;
ზ) დაწესდეს სადღეღამისო მორიგეობა განსაკუთრებით საშიშ პერიოდში.
10. მოვლა-შენახვის ღონისძიებებისაგან განსხვავებით, დამშრობი სისტემის საექსპლუატაციო ღონისძიებები ითვალისწინებს პერიოდულად, ერთ კვანძზე ან ერთ უბანზე შედარებით დიდი მოცულობის (გარდა პერიოდულ-აღდგენითი რემონტისა და რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისა), სამუშაოების ჩატარებას, რამაც უნდა უზრუნველყოს დამშრობი სისტემის ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში ფუნქციონირება.
11. დამშრობი სისტემის საექსპლუატაციო ღონისძიებები ძირითადად გულისხმობს მიმდინარე, საექსპლუატაციო და პროფილაქტიკურ რემონტს, რომელიც ტარდება ყოველწლიურად იმ სისტემაზე და ნაგებობებზე, რომელთა ცვეთა არ აღემატება 20%-ს.
12. მიმდინარე, საექსპლუატაციო და პროფილაქტიკური რემონტის სამუშაოთა სახეები და მოცულობა განისაზღვრება თითოეული სისტემისა და ნაგებობის ტექნიკური მდგომარეობის დათვალიერების (ინვენტარიზაციის) საფუძველზე შედგენილი დეფექტური უწყისების საფუძველზე და მოიცავს შემდეგი სახის სამუშაოებს:
ა) დამშრობი ქსელის ნორმალური ფუნქციონირების შემაფერხებელი ყველა სახის ადგილობრივი დაზიანებების აღმოფხვრას;
ბ) არხების და ნაგებობის გაწმენდას დალექილი ნატანისაგან, ბუჩქნარისა და მცენარეებისაგან;
გ) არხის ფერდებისა და ფსკერის გამაგრება და არსებული დეფექტების აღმოფხვრას;
დ) სისტემის მომზადებას წყალმოვარდნის ხარჯების გასატარებლად (დიდი მოცულობის ჩასატარებელი სამუშაოების დროს);
ე) საესპლუატაციო შენობების, საწარმოო და დამხმარე ნაგებობების რემონტს.
13. დამშრობი სისტემის ჰიდროტექნიკური ნაგებობების და მათი ცალკეული კვანძების და მოწყობილობების ავარიულ-აღდგენით რემონტს მიეკუთვნება ძლიერი წყალმოვარდნის ხარჯების გავლის შედეგად საგანგებო და ფორს-მაჟორული სიტუაციებით წარმოშობილი დაზიანებები, რომლებიც საჭიროებენ დაუყოვნებლივ განხორციელებას.
14. ავარიულ-აღდგენითი რემონტის დროს ტარდება:
ა) დამბების გარღვევის და გამორეცხვის შედეგების ლიკვიდაცია;
ბ) არხის ფერდების ჩამოშლის შედეგად ჩახერგილი ადგილების გაწმენდა;
გ) არხების ფსკერის გამორეცხილი ადგილების შევსება;
დ) არხების დაზიანებული (დეფორმირებული) ფერდების გამაგრების და მოსალოდნელი სხვა ავარიების თავიდან აცილების ღონისძიებები.
15. ავარიულ-აღდგენითი სამუშაოები შესაძლებელია განხორციელდეს: ავარიის გამომწვევი მიზეზის ზემოქმედების პერიოდშივე, თუ დაზიანებები იწვევს გარემო პირობებზე ზემოქმედებას და დამშრობი სისტემის მთლიანად ან მისი კვანძის ან ნაგებობის ფუნქციონირების შეწყვეტას. დამცავი დამბების გარღვევებისას ლიკვიდაცია უნდა დაიწყოს მაშინვე, როდესაც ჯერ კიდევ არ არის დასრულებული ამ გარღვევის გამომწვევი წყალმოვარდნა, ან გადავადებულ იქნეს მორიგი, მიმდინარე ან სხვა სახის რემონტის ჩატარებამდე, თუ წყალმიმღების ან მაგისტრალური არხის და კოლექტორის ფერდების ჩამოშლა არ იწვევს მათი ნორმალური ფუნქციონირების რეჟიმის დარღვევას.
16.ავარიულ-აღდგენითი რემონტი უნდა ჩატარდეს საპროექტო დოკუმენტაციის და ჩატარებული დათვალიერებების (ერთი ან რამდენიმე უწყისის (აქტის) საფუძველზე, თუ შესაძლებელია ნაგებობის პირვანდელი სახით აღდგენა. სხვა შემთხვევაში საჭირო იქნება რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის ჩატარებ