ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავების ძირითად ჰიდროტექნიკურ კვანძებს, ნაგებობებს, მოწყობილობებს და აღჭურვილობებს წარმოადგენს:

ა) ბეტონის, ქვაყრილის, მიწის და ან სხვა ტიპის კაშხალი;

ბ) კაშხლის საცემენტაციო გალერეა;

გ) მიწისზედა ან მიწისქვეშა საირიგაციო და ენერგეტიკული ტრაქტის (წყალსატარის) წყალმიმღები, წყალგამშვები წყლის ჩამქრობი ნაგებობები და ნაგავდამჭერი მოწყობილობები;

დ) საირიგაციო და ენერგეტიკულ წყალსატარებში მოწყობილი ფოლადის მილსადენი, მათზე დამონტაჟებული დისკური (ჩამკეტი) და კონუსური (სარეგულაციო) ჩამკეტები, ჰიდროცილინდრები, სააკუმულაციო ამგზნებები და ტუმბოები, სააკუმულაციო და სალეკაჟო ავზები, კომპრესორები, რესივერები და სხვა;

ე) შახტური და ღია ტიპის კატასტროფული წყალსაგდებები;

ვ) სამომსახურეო შახტა, ლიფტი და სავენტილაციო სისტემა;

ზ) ელექტრო აღჭურვილობა – მაღალი ძაბვის და შიდა გადამცემი საშუალებები, სატრანსფორმატორო ქვესადგური, დიზელ-გენერატორი და სხვა სახის ელექტროდანადგარები და მოწყობილობებ