1. წყალსაცავის შევსება ხდება თანდათანობით, წყალსაცავში არსებული თავისუფალი (სასარგებლო) მოცულობის სიდიდის, კაშხლის, სხვა ჰიდროტექნიკური კვანძების მდგომარეობის და მოწყობილობების გამართულობის გათვალისწინებით.
2. ნორმალურ პირობებში წყალსაცავის შევსება უნდა ხდებოდეს დღეღამეში არა უმეტეს 0.5-1.0 მეტრის სიმაღლეზე.
3. წყალსაცავის შევსების რეჟიმის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს წყალსაცავის მკვებავი მდინარის წყალშემკრები აუზის მეტეოროლოგიური პირობების პროგნოზული მონაცემები. წყალსაცავის მკვებავი მდინარის აუზში მოსული თოვლის ინტენსიური დნობის ან/და ხანგრძლივი წვიმების შემთხვევაში, რეკომენდებულია წყალსაცავის შევსება და წყლის გაშვება მიმდინარეობდეს პარალელურ რეჟიმშ