1. საირიგაციო ტრაქტის წყალმიმღების დანიშნულებაა წყალსაცავიდან სარწყავი სისტემის მაგისტრალურ არხში წყლის მიწოდება, წყალსარგებლობის გეგმა-გრაფიკის შესაბამისად. საირიგაციო წყალსატარი ტრაქტი იძლევა აგრეთვე წყალსაცავის მკვდარ მოცულობმდე დაცლის საშუალებას.
2. წყალსაცავში წყალმიმღებში წყლის ხარჯის დარეგულირება და წყალმიმღების ჩაკეტვა ხდება სპეციალური საკეტების მეშვეობით (ბრტყელი სარემონტო ფარებით). წყალსატარი ტრაქტის სარემონტო სამუშაოების დაწყებამდე, ბრტყელი ფარი ჩაშვებული უნდა იყოს ბოლო მდგომარეობამდე.
3. საირიგაციო ტრაქტის წყალგამშვები მოწყობილობის დანიშნულებაა საირიგაციო წყალმიმღებიდან, ლითონის მილსადენით და საირიგაციო გვირაბით, ჩამქრობ ნაგებობამდე (ბეტონის ჩამქრობ ჭებამდე) წყლის საანგარიშო ხარჯების გატარება.
მილსადენის დაკეტვა და გახსნა ხდება მილსადენზე მოწყობილი დისკური სარემონტო საკეტებით, ხოლო მილსადენში წყლის ხარჯის დარეგულირება ხდება ბრტყელი საკეტებით და ჩამქრობ ჭაში მოწყობილი ტელესკოპური ჩამკეტებით.
4. ენერგეტიკული ტრაქტის წყალმიმღები პრინციპულად არ განსხვავდება და საირიგაციო ტრაქტის წყალმიმღების ანალოგიურია. ენერგეტიკული ტრაქტის წყალმიმღების დანიშნულებაა მის ბოლოში განთავსებული ჰესისათვის წყლის მიწოდება წყალმიწოდების გეგმა-გრაფიკის შესაბამისად.
5. ენერგეტიკული ტრაქტის წყალმიმღებში მოწყობილ ლითონის მილსადენზე დამონტაჟებული დისკური საკეტ(ებ)ის დაკეტვა ხდება მხოლოდ ჰესის ტურბინის წინ დამონტაჟებული საკეტის დაკეტილი მდგომარეობისას, ხოლო გაღება ხდება სისტემაში წყლის დაწნევის გათანაბრების შემდეგ, რომელიც ხორციელდება ბაიპასის საშუალებით. მილსადენზე ასევე მონტაჟდება ჰიდროცილინდრი, მართვის სვეტი, სააკუმულაციო და სალეკაჟო ავზები, ზედგანლაგებული ტუმბო-აგრეგატებით. ჰაერის გამოსაშვებად მილსადენზე მონტაჟდება არასტანდარტული ვანტუზები.დისკური საკეტის და გარსაცმის შეხების ადგილას, წყლის ჟონვების თავიდან ასაცილებლად, მონტაჟდება რეზინის შემამჭიდროებელი შლანგი, რომელშიც კომპრესორით და რევერსით ეწოდება დაწნეხილი ჰაერი უფრო მეტი წნევით, ვიდრე წყალსაცავში იმ მომენტისათვის არსებული სტატიკური წნევაა.
6. წყალმიმღებში დიდი ზომის ნატანის შეკავება ხდება სტაციონალური (ვერტიკალური და ჰორიზონტალური) გისოსებით.
7. დაუშვებელია ნაგავდამჭერი მოძრავი გისოსების აწევა საირიგაციო წყალსავალი ტრაქტის (წყლის სავალი ნაწილის) შემოწმების გარეშე.
8. წყალგამტარი ნაგებობების ნატანდამჭერი გისოსებს უნდა გააჩნდეს დატვირთვების შესაბამისი სიმყარე და მდგრადობა, მდგარ წყალში თავისუფალი მანევრირების შესაძლებლობა (გარდა სტაციონალური გისოსებისა) და უნდა უზრუნველყოფდეს ტივტივა და წყლის ნაკადით წატაცებული საგნების შეკავებას. ნაგავდამჭერი გისოსები არ უნდა განიცდიდეს ვიბრაციას, ექსპლუატაციის განსხვავებული რეჟიმის მიუხედავად.
9. წყალსაგდების ხვრეტების ჩამკეტებიდან ნაგვის და მცურავი საგნების ქვედა ბიეფში წყალთან ერთად გატარება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ ჰიდროტექნიკური ნაგებობის ექსპლუატაციის პირობების თანახმად, ნაგვისა და მცურავი საგნების გატარებასთან ერთად ხდება წყლის ზედმეტი ხარჯის გადაგდება და თუ ნაგვის გატარება არ გამოიწვევს წყალსაგდები ტრაქტის შემამჭიდროებელი მოწყობილობის დაზიანებას და არ მიაყენებს ზიანს ქვედა ბიეფში განთავსებულ წყალმომხმარებლებს.
10. ინტენსიურად დალექვადი ჰიდროკვანძების ექსპლუატაციისას, საჭიროა მუდმივად უზრუნველყოფილი იყოს სიღრმული ჩამკეტებით მანევრირების შესაძლებლობა. აუცილებელია დიდად დალექილ წყალსაცავებზე განთავსებული შეთავსებული ტიპის ჰიდროკვანძების რეგულარული რეცხვა სიღრმული ხვრეტებით.
11. კაშხლის გამრეცხი და სიღრმული წყალსაგდები ხვრეტებით, ასევე, სალექარების გამრეცხი ხვრეტებით ნატანის ხანგრძლივი გარეცხვის დროს, ჩამკეტების სრული ან/და ნაწილობრივი აწევისას საჭიროა შემამჭიდროებელი მოწყობილობების მდგომარეობის სისტემატიური შემოწმება, ვინაიდან შემამჭიდროებელი მოწყობილობები განსაკუთრებით ინტენსიურად იცვითება და ზიანდება გამავალი ნატანის ზემოქმედებით.
12. კატასტროფული წყალსაგდებები კონსტრუქციულად შეიძლება იყოს ძაბრისებური შახტური და ღია ტიპის.
13. ძაბრისებური შახტური წყალსაშვის დანიშნულებაა წყლის ფიქსირებული ჰორიზონტის ნიშნულის ზევით შემოდინებული წყლის ხარჯის ქვედა ბიეფში გატარება დახრილი გვირაბის, მასზე შეერთებული მრუდხაზოვანი, გარდამავალი მონაკვეთის და ჰორიზონტალური გვირაბის გავლით.
14. ძაბრისებური წყალსაშვის კედელში, წყლის ფორსირებულ ჰორიზონტზე მაღლა გადის დახრილ გვირაბში ჩამონტაჟებული საჰაერო მილი, რომელიც სათანადო ტარირებით შეიძლება გამოყენებული იქნეს წყალსაცავში წყლის დონეებზე დაკვირვებისათვის.
15. ძაბრისებური კატასტროფული წყალსაშვის დიდგაბარიტიანი ტივტივა ნატანისაგან დასაცავად, შეიძლება მოწყობილი იქნეს ტივტივა ბუნებიანი გადამღობი ნაგებობა.
16. ღია ტიპის კატასტროფული წყალსაგდები კონსტრუქციულად წარმოდგენს მრუდწირული, პრაქტიკული მოხაზულობის წყალსაშვს, რომლის გამტარიანობა (ხარჯი - კმ3/წმ-ში) დამოკიდებულია წყალსაცავში წყლის დონის ნიშნულზე, წყალსაშვის ზღურბლის დაწნევაზე (მ) და წყლის ნაკადის მოდინების სიჩქარეზ