1. ჰიდროამძრავების ტექნიკური ექსპლუატაცია ითვალისწინებს შემადგენელი კვანძების და ნაწილების ფუნქციათა მკაცრ შესრულებას, დიაგნოსტიკას, უწესივრობის გამომწვევი მიზეზების გამოვლენას და მაქსიმალურად და სწრაფად აღმოფხვრას.

2. ჰიდროამძრავების ტექნიკური მომსახურება აერთიანებს ტექნიკურ მომსახურებათა და გეგმიურ-გამაფრთხილებელი რემონტების კომპლექსურად ჩატარებას. გეგმიურ-გამაფრთხილებელი რემონტის სისტემა საშუალებას იძლევა, აღმოიფხვრას ყველა შემთხვევითობა ამძრავის და მისი კვანძების მუშაობისას და კვანძების და ნაწილების უეცარი მწყობრიდან გამოსვლისას.

3. ჰიდროამძრავების ტექნიკური მომსახურების დანიშნულებაა:

ა) მუდმივი დაკვირვება (ვიზუალურად, სმენით და ხელის შეხებით) სისტემის კვანძების, ნაწილების და სისტემის მუშა სითხის მდგომარეობაზე, ნორმიდან გადახრების წარმოშობის მიზეზების გამოვლენა და მათ აღმოსაფხვრელად ოპერატიული ზომების გატარება;

ბ) მუშა სითხის თვისებების (მახასიათებლების) და მდგომარეობის, ასევე, საიმედოობის მხრივ ყველაზე უფრო სახიფათო ნაწილების და კვანძების, მდგომარეობის კომპლექსური შემოწმება, მათი დაზიანებების დროული გამოვლენა და რემონტის დაუყოვნებლივ (თუ ამის საჭიროებაა), ან გეგმიურ-გამაფრთხილებელი ღონისძიებების ჩატარება.

5. ჰიდროამძრავების ტექნიკური უსაფრთხოებისათვის საჭიროა:

ა) ჰიდროამძრავების გადატვირთვებისაგან დასაცავად და წნევის კონტროლისათვის სადაწნეო მილსადენებში დამონტაჟებული იქნეს მცველი სარქველები და მანომეტრები. მანომეტრების შკალაზე დატანილი იყოს (წითლად) მაქსიმალური, დასაშვები წნევის შესაბამისი მნიშვნელობა. აკრძალულია მუშა სითხის აღება მანომეტრებისაკენ მიმავალი მილსადენებიდან;

ბ) მანქანის საერთო კორპუსის გარეთ განთავსებული ჰიდროხაზების ყველა უბანი შემოიზღუდოს გარსაცმით, მაღალი წნევის (10 მპა და მეტი) სითხის ჭავლით გამოწვეული შესაძლო დაზიანებების თავიდან ასაცილებლად.

6. ჰიდროამძრავების კონსტრუქცია უნდა გამორიცხავდეს მუშა სითხის გარემოში გაშხეფვის (გაჟონვის) შესაძლებლობას. საჰაერო გარემოში ზეთოვანი ნისლის ზღვრული დასაშვები კონცენტრაცია არ უნდა აღემატებოდეს 5 მგ/მ3, ხოლო ზეთის ნახშირწყალბადის ორთქლისა – არა უმეტესი 300 მგ/მ3.

7. ჰიდროამძრავები, რომლებშიც გამოიყენება ჰიდროაკუმულატორები, თვითდაცული უნდა იყოს გადატვირთვებისაგან. ამ მიზნით გამოიყენება ან სპეციალური დამცავი მოწყობილობები, ან მოწყობილობები, ჰიდროაკუმულატორების ჰიდროსისტემიდან გამორთვისა და მისი სითხიანი ღრუს გადასასხმელ ხაზთან შეერთებისათვის.

8. ჰიდროსისტემასთან მუშაობისას დაცული უნდა იყოს:

ა) ჰიდროსისტემის კომპონენტების დამაგრების ხრახნების მოჭერა, მილსადენების, მანომეტრების და სხვა ხელსაწყოების შეერთება უნდა მოხდეს მხოლოდ გაჩერებული ტუმბოების და სისტემაში წნევის არარსებობის პირობებში;

ბ) ხისტი მილსადენების დეფექტების აღმოფხვრა და შედუღების სამუშაოები უნდა სრულდებოდეს აუცილებლად მუშა სითხისაგან დაცლილი სისტემის პირობებში;

გ) გარემონტებული ან სამარაგო მილსადენი, ჰიდროსისტემაში ჩამონტაჟებამდე, აუცილებლად უნდა გაიწმინდოს მექანიკური და ქიმიური საშუალებებით;

დ) ავზის კმაგაწყობა უნდა ხორციელდებოდეს მხოლოდ იგივე მარკის მუშა სითხით, სასხამი ფილტრის გამოყენებით;

ე) პნევმოჰიდროაკუმულატორების გაწყობისას მუშა სითხე აუცილებლად უნდა გადაიღვაროს.

9. ზეთში წყლის ვიზუალური აღმოჩენისას დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ჰიდროსისტემის მუშაობის გაჩერება. გაწყლიანებული ზეთი უნდა გადმოიღვაროს და გაიგზავნოს გასაუწყლოვანებლად. ზეთში ინტენსიური ქაფწარმოქმნის აღმოჩენისას, ასევე, აუცილებელია ჰიდროსისტემის მუშაობის გაჩერება, მომატებული აერაციის მიზეზების დადგენამდე.

10. ჰიდროსისტემის პერიოდული ტექნიკური მომსახურება, ისევე როგორც გეგმიურ-გამაფრთხილებელი სამუშაოები, უნდა ხორციელდებოდეს ან დადგენილ (რეგლამენტირებულ) დროის შუალედში, ან ტექნიკური დიაგნოსტირების ხელსაწყოების და საშუალებების ჩვენებების საფუძველზე.

11. ჰიდროსისტემის პერიოდული ტექნიკური მომსახურებისას აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ ჰიდროსისტემის დეტალების მდგომარეობის ნორმალურიდან ხილული გადახრისას უმჯობესია მისი შეცვლა, ვიდრე ექსპლუატაციის გაგრძელება.

12. ჰიდროსისტემის ერთდროული სრული რევიზია, როგორც წესი, უნდა ტარდებოდეს აღდგენით-სარეაბილიტაციო რემონტის პერიოდში, ან თვითონ მანქანის საშუალო რემონტის დროს შესაძლებელია, რომ ამავე დროს ხორციელდებოდეს ჰიდრომოწყობილობის გეგმური რემონტი, გარემონტებულ ნაკეთობათა სპეციალურ საცდელ სტენდზე გამოცდით.

13. ჰიდროსისტემის ტექნიკური დიაგნოსტიკა ტარდება ჰიდროამძრავების ექსპლუატაციის პროცესში, მათი ტექნიკური მდგომარეობის დასადგენად.

14. ტექნიკური დიაგნოსტიკის განხორციელება მოითხოვს სპეციალური გადასატანი მოწყობილობების გამოყენებას, რომელთაც მიეკუთვნება:

ა) ჰიდროტესტერები – წნევის, ტემპერატურის და ხარჯვის კონტროლისათვის;

ბ) საკონტროლო პარამეტრების ციფრული ინდიკაციის მეორადი ხელსაწყო – ხარჯმზომი;

გ) მოწყობილობაში ჩამონტაჟებული დიაგნოსტიკის საშუალებები, სხვადასხვა გადამწოდები – ინდიკატორები ჰიდროამძრავის ტექნიკურ მდგომარეობაზე ოპერატიულად თვალყურის დევნებისათვის;

დ) ჰიდროსისტემის სხვადასხვა კვანძებში ჩამონტაჟებული სითბური გადამწოდები (დიაგნოსტიკის თერმოდინამიკური მეთოდი) – ჰიდროსისტემის სხვადასხვა წერტილში ზეთის ტემპერატურის მიხედვით დინების სიდიდის და მიმართულების, ჰიდრავლიკური დანაკარგების, თერმორეგულირების სისტემის ეფექტურობის განსაზღვრისათვის;

ე) ვიბრაციული დიაგნოსტირების საშუალებები (ტუმბოების კორპუსების ვიბრაციის მიხედვით) – ნორმირებული დიაგნოსტიკური თვისებების ოპერატიული ანალიზისათვის. აღნიშნული მაჩვენებლები მიუთითებენ დეტალების ან აწყობის შემდეგ მათი ურთიერთგანლაგების ცდომილებებზე, რაც იძლევა ხარისხის კომპლექსური მაჩვენებლების მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში, ტუმბოების დაწუნების საფუძველს.

15. ჰიდროსისტემაში ტექნიკური უსაფრთხოებისათვის გათვალისწინებული უნდა იქნეს:

ა) ბლოკირებები (მდგომარეობის გადამწოდების, წნევის გადამწოდების და სხვა სახით), რათა გამოირიცხოს მუშა ორგანოების არათავსებადი მოძრაობების ერთდროულად წარმოქმნა;

ბ) ბლოკირებები, წნევის დასაშვებ მნიშვნელობებზე დაბლა დაწევისას მოწყობილობის გასაჩერებლად (ნებადართული წნევის სიდიდე მითითებულია ტექნიკურ პირობებში);

გ) ორი ან მეტი ტუმბოს ბლოკირება, რათა გამოირიცხოს ერთ-ერთი ტუმბოს უეცარი გაჩერებით ან ტუმბოების მუშაობის მიმდევრობის შეცვლით გამოწვეული საფრთხე;

დ) დეტალების საიმედოდ მოჭერა;

ე) ჰიდროაპარატების აღჭურვა სპეციალური ბოქლომებით ან პლომბებით;

ვ) ცალმხრივი მიმართულებით მოძრავ მოწყობილობებზე მოძრაობის მიმართულების ისრებით აღნიშვნ