1. ტუმბო-აგრეგატების ტექნიკური ექსპლუატაცია ითვალისწინებს მათი ტექნიკური მდგომარეობის დათვალიერებას, რევიზიას, მიმდინარე, პერიოდულ-აღგდგენითი და აღდგენით-სარეაბილიტაციო შეკეთებას, რომელთა ჩატარების პერიოდულობა და მოცულობა განისაზღვრება ქარხანა-მწარმოებლის ინსტრუქციის საფუძველზე.
2. ტუმბო-აგრეგატების, მოწყობილობების და აღჭურვილობის დათვალიერება, მიმდინარე და აღდგენითი სარეაბილიტაციო რემონტები და პროფილაქტიკური გამოცდები ტარდება ყოველწლიურად: საირიგაციო დანიშნულების სატუმბო სადგურებში – სარწყავი პერიოდის დამთავრების შემდეგ, დრენაჟის სატუმბო სადგურებში – უხვნალექიანი პერიოდის დამთავრების შემდეგ.
3. სატუმბო სადგურების ტუმბო-აგრეგატების მოწყობილობების და აღჭურვილობების მუშაობაზე და ტექნიკურ მდგომარეობაზე მეთვალყურეობა, დაკვირვება და კონტროლი უნდა განხორციელდეს ქარხანა-მწარმოებლის ინსტრუქციის შესაბამისად, სათანადო საკონტროლო-გამზომი ხელსაწყოების გამოყენებით.
4. მიმდინარე რემონტი წარმოადგენს პროფილაქტიკურ ღონისძიებას და ტარდება ყოველწლიურად, ტუმბო-აგრეგატის, აღჭურვილობის და მოწყობილობების ნორმალურ რეჟიმში და შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველსაყოფად, მათი ვადაზე ადრე ცვეთის (არა უმეტეს 20%-ის) აღმოფხვრის და ავარიის თავიდან აცილების მიზნით.
5. პერიოდულ-აღდგენით რემონტს მიეკუთვნება კომპლექსური სამუშაოები მექანიკური ნაწილის მთლიანად ან მისი ცალკეული ელემენტების არსებული ცვეთის სრული აღმოფხვრის (20%-დან 50%-მდე) მიზნით.
6. აღდგენით-სარეაბილიტაციო რემონტების მიზანია:
ა) მოწყობილობების ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების და მუშაობის საიმედოობის გაუმჯობესება;
ბ) მოწყობილობების და მათი ცალკეული კვანძების და ელემენტების აღდგენა და მოდერნიზება, ტუმბოების მუშა თვლების, (ბორბლების) გამოჩარხვა, დაპროფილება და ხეხვა, საკეტების და სარქველების სრულყოფა, მოძველებული მოწყობილობების ახლით შეცვლა.
7. ტუმბო-აგრეგატის, ღრეჩოების რიდეების, განსაკუთრებით, ტუმბოს მუშა ბორბლების, დიამეტრების ჩამოხეხვის შემდეგ აუცილებელია მათი ცენტრირებისა და ბალანსირების გამოცდ